WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა

ვაითბითმა საქართველოს ეროვნული ბანკისგან უვადო ფიუჩერსებით ვაჭრობის ლიცენზია მოიპოვა.

ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის ფინანსურ ბაზარზე კრიპტო დერივატივების ოფიციალურ ინტეგრაციას ნიშნავს.

როგორც ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტო ბირჟა, ვაითბითი საქართველოს ბაზარზე (რეგისტრირებული ვირტუალური სერვისების მომსახურების პროვაიდერი სუბიექტის - შპს “ვაითბით ჯორჯიას” მეშვეობით) უკვე ოპერირებს გლობალური სტანდარტებით და მომხმარებლებს სთავაზობს უსაფრთხო, სწრაფ და ტექნოლოგიურად განვითარებულ ციფრული აქტივების ეკოსისტემას.

მომხმარებელთა აქტივების 96% ინახება cold storage-ში, ხოლო სისტემები დაცულია მრავალშრიანი უსაფრთხოების მექანიზმებით. ეს მიდგომა უზრუნველყოფს ნდობის მაღალ დონეს გლობალურ ბაზრებზე.

ბროკერის ლიცენზიის ფარგლებში, ვაითბითი, შპს “ვაითბით ბროკერის” სახით, იწყებს სრულად რეგულირებული პლატფორმის განვითარებას, რომელიც მომხმარებლებს შესთავაზებს ვირტუალური აქტივების ფასზე მიბმული უვადო ფიუჩერსებით ვაჭრობის მომსახურებას მაღალი გამჭვირვალობითა და დაცულობით.

ვაითბითი ავითარებს პლატფორმას და ნერგავს ვირტუალური აქტივების ფასზე მიბმულ უვადო ფიუჩერსების ინოვაციურ მომსახურებას ქართულ ბაზარზე. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ტრეიდერებს აძლევს შესაძლებლობას ივაჭრონ ფასის მოძრაობაზე ბაზისური აქტივის ფლობის გარეშე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ბაზრის ლიკვიდობასა და ეფექტიანობას.

ეს ახალი ეტაპი, რომელიც საკონსულტაციო კომპანია Clarsen-თან თანამშრომლობით იქნა მიღწეული, წარმოადგენს წინ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს როგორც კომპანიისთვის, ისე საქართველოს ფინანსური და კრიპტო ეკოსისტემის განვითარებისთვის.

ვაითბითის ეს მიღწევა მნიშვნელოვნად ზრდის რეგულირებული კრიპტო პროდუქტების ხელმისაწვდომობას საქართველოში და აძლიერებს ქვეყნის პოზიციას, როგორც ინოვაციური და ფინანსურად განვითარებული ჰაბის რეგიონში.

(R)

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია