გიორგი ვაშაძე ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ეროვნული ცენტრის შექმნის იდეით გამოდის

სტრატეგიის „აღმაშენებელი“ ფარგლებში, დღეს მორიგი თემატური პრეზენტაცია გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ახალი საქართველოდან“ აცნობეს, სტრატეგიაზე მომუშავე გუნდმა, საზოგადოებას რუსული ჰიბრიდული ომისა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების შესახებ მომზადებული მათი ხედვა წარუდგინა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სახელმწიფოსთვის, ჰიბრიდული ომის საფრთხეები ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.

როგორც სტრატეგია „აღმაშენებლის“ იდეის ავტორმა, გიორგი ვაშაძემ აღინიშნა, სწორედ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, ისინი გამოდიან ინიციატივით, შეიქმნას ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ეროვნული ცენტრი.

„ჰიბრიდული ომის მიზანია ამოცანების მიღწევა ტრადიციული ომის საშუალებების გამოყენების გარეშე, ხოლო მისი სამიზნე არა სამხედროები, არამედ დაპირისპირებული საზოგადოებაა. ჰიბრიდული ომის ტაქტიკას აქტიურად იყენებს რუსეთი. ის არის ყველაზე აქტიური სახელმწიფო კიბერ საფრთხეების გამოყენების თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინიციატივა - შეიქმნას ჰიბრიდულ საფრთხეებან ბრძოლის ეროვნული ცენტრი საქართველოში. ცენტრის მიზანი იქნება რუსეთის ჰობრიდული ტაქტიკის კვლევა და მიმდინარე პროცესებში ჰიბრიდული ელემენტების აღმოჩენა. ასევე, კონკრეტულად რუსეთიდან მომდინარე საკითხები, დეზინფორმაციის პროპაგანდა და სხვა.

მიუხედავად ამ გაცხადებული საფრთხეებისა, „ქართული ოცნება“ აფინანსებს პრორუსულ მედია საშუალებებს, რუსულ საინფორმაციო არხებზე იხარჯება მილიონები ქართული ტურიზმის პოპულარიზაციისთვის. გვეუბნებიან, რომ რუსულ ბაზარს არ აქვს ალტერნატივა. ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით კი, რუსულ ბაზარზე დამოკიდებულს გვხდიან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქვეყანას არ აქვს არანაირი სტრატეგია ეროვნული უსაფრთხოების სფეროში. ჩვენმა გუნდმა, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, შევიმუშავეთ ამ პრობლემის გადაჭრის გზები, რომლებიც დღეს შევთავაზეთ საზოგადოებას”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სტრატეგია „აღმაშენებელი“ ქვეყნის განვითარების კონცეფციას გულისხმობს. ქართველი და უცხოელი ექსპერტის მიერ, შემუშავდა 20 ძირითადი მიმართულება, რომელიც ქვეყნის წინსვლისთვისაა აუცილებელი. მუშაობის პროცესში, გათვალისწინებულია 20 წარმატებული ქვეყნის გამოცდილება. სტრატეგიაზე მომუშავე გუნდი თემატურ პრეზენტაციებს ყოველკვირეულად წარადგენს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ