დავით ბაქრაძე - ჩვენ გვყავს დღეს ხელისუფლება, რომელსაც მხოლოდ არჩევნებიდან არჩევნებამდე ახსენდება ხალხი

ჩვენ გვყავს დღეს ხელისუფლება, რომელსაც მხოლოდ არჩევნებიდან არჩევნებამდე ახსენდება ხალხი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ჭიათურის რაიონში, სოფელ მსხლოვანში არსებულ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, დავით ბაქრაძე ადგილობრივებს შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს.

მათივე ცნობით, დავით ბაქრაძესთან საუბარში სოფელ მსხლოვანის მოსახლეობა, მოხსნილი სოციალური დახმარების, ჯანდაცვის უწყების მიერ ერთ ლარიანი წამლების, შეშის და ნახევრად დაგებული ბეტონის შიდა გზების პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას. ამასთან, პარტიის პრესსამსახურის ცნობითვე, მოსახლეობა ასევე ადგილობრივ ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობს.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ერთადერთი გამოსავალი არის ხელისუფლების შეცვლა და იმ გუნდის მოყვანა ხელისუფლებაში, რომელიც იზრუნებს ხალხზე და მათი პრობლემების მოგვარებაზე.

„ჩვენ გვყავს დღეს ხელისუფლება, რომელსაც მხოლოდ არჩევნებიდან არჩევნებამდე ახსენდება ხალხი და რომელიც დარწმუნებული ვარ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გაიხსენებს ყველა პრობლემას, რომელიც არის ჭიათურაში. გაიხსენებს სტატუსსაც, გაიხსენებს წამლებსაც, გაიხსენებს მიტოვებულ გზებსაც, გაიხსენებს იმ შეშის პრობლემასაც, რომელიც ხალხს აწუხებს, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრება გრძელდება შუალედებში და ამიტომ ერთადერთი გამოსავალი გახლავთ ხელისუფლების შეცვლა და იმ გუნდის მოყვანა ხელისუფლებაში, რომელსაც ადამიანები გაახსენდება არა არჩევნების მოსაგებად, არა არჩევნებამდე ორი თვით ადრე, არამედ რეალურად იმუშავებს იმისთვის, რომ მოაგვაროს ხალხის პრობლემები, მითუმეტეს ამ პრობლემების ძალიან დიდი ნაწილი არის სრულიად მოგვარებადი და გამომდინარეობს ხელისუფლების უყურადღებობიდან“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო