ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ენერგოომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მრგვალი მაგიდა ევროპის მარეგულირებელთა საბჭოს ორგანიზებით გაიმართა, რომელიც მომხმარებელთა უფლებებისა და დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ საკითხებს შეეხებოდა.

„შეხვედრას ევროპის ენერგო მარეგულირებელთა საბჭოს პრეზიდენტი ანაგრეტ გრობელი მასპინძლობდა. აგრეთვე გაიმართა ენერგოომბუდსმენების მოსამზადებელი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ პოტენციური წევრები შვედეთიდან და გერმანიიდან. სალომე ვარდიაშვილმა აღნიშნულ შეხვედრაზე ხუთწლიან შედეგებსა და მიღწევებზე ისაუბრა, აგრეთვე წარმოადგინა 2018 წლის ანგარიში და კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. მიმდინარე წლის 7 ნოემბერს კი ჩატარდა 2019 წლის ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელის / NEON-ის დასკვნითი გენერალური შეხვედრა, სადაც 2020 წლის სამუშაო პროგრამასა და ბიუჯეტზე იმსჯელეს”,-აცხადებენ ენერგოომბუდსმენის აპარატში.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან საქართველოს ენერგოომბუდსმენის აპარატი ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელის (NEON) ოფიციალური წევრია და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს