ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კვირეული საგანმანათლებლო პროექტებით აღნიშნება

ილია ჭავჭავაძის დაბადების 182 წლისთავთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი სტუდენტებისთვის კინოჩვენება და დისკუსია გამართა მოქალაქეობისა და მართლმსაჯულების თემაზე - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრიდან აცნობეს.

პროექტის „ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ნაჩვენები იყო სინდი ლუმეტის ფილმი „12 განრისხებული მამაკაცი“. პროექტს უძღვებოდა ილია ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, იურისტი და პუბლიცისტი ზაზა ბიბილაშვილი. კინოჩვენების მოწვეული სტუმარი იქნება სამართალმცოდნე დიმიტრი ძაგნიძე. დასწრება თავისუფალია. პროექტი ხორციელდება ჰოლანდიური ორგანიზაცია D66-ის და IDI-ის მხარდაჭერით.

ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, ჭავჭავაძის ცენტრი საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმსაც გააფორმებს, რის შემდეგაც მხარეთა შორის თანამშრომლობა თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავა. დაგეგმილია ერთობლივი სემინარებისა და კონფერენციების გამართვა; კვლევითი და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება; სამეცნიერო და კვლევით პროექტში სტუდენტებისა და პროფესორების ჩართულობის ხელშეწყობა; ერთობლივი პუბლიკაციების გამოქვეყნება და სხვა აქტივრობები. მემორანდუმს ხელს მოაწერენ საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, კონსტანტინე თოფურია და ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი, ნინო კალანდაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა