სერგი კაპანაძე - ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა ბიძინა ივანიშვილისთვის არჩევნების წინ სატყუარაა

ბიძინა ივანიშვილს ახლა უნდა თავისი ფულით ითამაშოს, რომ მომდევნო არჩევნებისთვის მისი პოლიტიკური მიზნები დაკმაყოფილდეს, - აღნიშნულით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლის ინტერვიუს გამოეხმაურა.

სერგი კაპანაძის განცხადებით, კიდევ ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის შექმნა ქვეყნის საგანმანათლებლო ბაზრისთვის სასარგებლო არ არის.

„ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა ბიძინა ივანიშვილისთვის მხოლოდ სატყუარაა არჩევნების წინ და ამით უნდა ხალხი დაარწმუნოს, რომ 2020-ში რაღაც დიდ პროექტს გახსნის და რაღაც დიდ ნაბიჯს გადადგამს განათლების რეფორმის კუთხით. რეალურად, კიდეც რომ განახორციელოს თუნდაც იმის ნახევარი, რაც თქვა, ეს იქნება ძალიან უხეში ჩარევა და არასწორი ფორმით ჩარევა განათლების ბაზარში. რატომ? იმიტომ რომ, ის აპირებს ჯერ შემქნას რაღაც უნივერსიტეტი, ეს იმას ნიშნავს, რომ აპირებს სტუდენტები სხვა უნივერსიტეტებს წაართვას. მეორე, როგორც ჩვენ დავინახეთ, ის არ აპირებს ქვეყანაში არსებული კანონიერი სტანდარტებით შექმნას ეს უნივერსიტეტი, მათ შორის, არ გაიაროს ავტორიზაცია და აკრედიტაცია. ეს არის არასწორი. მესამე, საბოლოო ჯამში, ასეთი ტიპის უნივერსიტეტის შექმნა და მერე სახელმწიფოსთვის გადაცემა იქნება კიდევ ერთი გზა, კიდევ ერთი ნაბიჯი ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაქმენლად. ეს არ არის კარგი ჩვენი საგანმანათლებლო ბაზისთვის. პირიქით, საგანმანათლებლო ბაზაზე ბევრი კერძო სუბიექტის არსებობა არის ქვეყნის წინ წასვლა განათლების კუთხით“, - განაცხადა კაპანაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს