ლევან ვასაძემ სიტყვით გამოსვლისას დასავლურ სამყაროს მიმართა - რას გვიშვრებით?!

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში სიტყვით გამოსვლისას დასავლურ სამყაროს მიმართა - რას გვიშვრებით?! ლევან ვასაძის განცხადებით, მისი პირველი სათქმელი მიმართული არის დასავლური სამყაროს მიმართ, რადგან დასავლეთიდან მოდის ის, „ რასაც ახლა ვებრძვით“.

„ჩემი თავი გულწრფელად მიმაჩნია მოტრფიალედ, მოყვარულად ყველაფერი ჯანმრთელისა, რაც არის დასავლურ ცივილიზაციაში, დასავლეთ ევროპაში, აშშ-ში , დიდ ბრიტანეთში. ჩვენ ხომ მარქსისტული დილეგის ჯურღმულში ჯდომისას მიგვაჩნდა, რომ თქვენ ხართ ის მანათობელი შუქურა,სადაც ჩვენ გველოდება სინათლე, თავისუფლება მოქმედებისა , სიტყვისა, ზნეობისა და შეხედეთ რას გვიშვებით. ეგზიუპერი თავის ეპოქალურ, შედევრალურ ნაწარმოებში „პატარა პრინცი“, აქვს საოცარი სიტყვები: ჩვენ პასუხისმგებელი ვართ იმათთვის, ვინც მოვითვინიერეთ“. თუკი შეიძლება ჩაითვალოს, რომ მარქსიზმის განადგურების შემდეგ, თქვენ ჩვენ მოგვითვინიერეთ, თქვენ გახდით ჩვენი მფლობელები ეკონომიკურად, იდეოლოგიურად, პოლიტიკურად, შეხედეთ რა გვიქენით. ​ქართველი ხალხი ალალი, მიმდობი ხალხი არის, ჩვენ ხომ სრულიად გულწრფელად ჩაგეხუტეთ თქვენ და შემოგაკვდით ხელში. ყველა ის ციფრები, რაც მე არაერთხელ მომიყვანია ჩვენს ტოტალურ განადგურებაზე მიუთითებს. არც ერთი წუთი, როდესაც თქვენ ჩემს ამ სიტყვებს გითარგმნიან, რამდენიმე ენაზე არ მიიღოთ ეს ჩემგან, ქართველი ხალხისგან, ჩემნაირად მოაზროვნე ადამიანებისგან რაღაც მზაკვრულ ქვეტექსტად, რომ გვძულხართ, ან არ გვიყვარხართ, ან გვინდა თქვენთან მტრობა, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ჩემთვის სრულად ცხადია, რომ ის,რასაც თქვენ ჩვენ გვიშვებით ბოლო 30 წელიწადია, არის გამოხატულება იმისა, რაც თქვენ შიგნიდან დაგემართათ. იქნებ ჩვენ, როგორც თქვენზე უფრო ძველი ერი, ცივილიზაცია, რომელიც ნაკლებად დაბინძურდა ამ ენტროპისაგან, ამ მატერიის უფსკრულში ვარდნისაგან, ამ იდეალიზმის მკვლელობისგან, გამოგადგეთ თქვენ სარკედ, ჩაიხედოთ, გაიხსენოთ ქართველობის მეშვეობთ თქვენი ჭეშმარიტი ფესვები, თქვენი ნამდვილი სახე, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით არის აბრამიკული სახე, მე ვიტყოდი ქრისტიანული სახე, მუსლიმი იტყოდა მუსლიმანური სახე, იუდეველი იტყოდა იუდაისტური. მოდით, კრებითად ვთქვათ, თქვენი ნამვილი საფუძვლები არის აბრამიკულ მსოფმხედველობაში“,-აღნიშნა ლევან ვასაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს