ელიზაბეთ რუდი - მოვუწოდებდი საქართველოს მოქალაქეებს, გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ეძლევათ აშშ-ში ლეგალური დასაქმების მიმართულებით

მოვუწოდებდი ყველას, გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალური დასაქმების მიმართულებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განუცხადა.

ამერიკელმა დიპლომატმა უპასუხა სააგენტოს შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია, ამერიკაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების საკითხზე მუშაობა, რასაც საქართველოს ხელისუფლება არაერთ ევროპულ ქვეყანასთან აწარმოებს.

„უკვე არსებობს გზები, რომლის საშუალებითაც ქართველებს შეუძლიათ, ლეგალურად იმუშაონ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის სხვადასხვა კატეგორიის ვიზები, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, იმუშაონ აშშ-ში. მოვუწოდებდი ყველას, ვინც დაინტერესებულია, გაეცნონ ამ შესაძლებლობებს“, - განაცხადა რუდმა.

გარდა ამისა, ელიზაბეთ რუდი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი დაინიშნოს. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ამერიკას ელჩის სახით უკვე ჰყავს საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელი.

„ამერიკას ჰყავს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ამ დროისთვის ეს გახლავართ მე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. რა თქმა უნდა, როდესაც ახალი ელჩი დამტკიცდება, ის ჩამოვა საქართველოში და იქნება ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი საქართველოში, საქართველო-ამერიკის ურთიერთობების განსამტკიცებლად და გასაძლიერებლად. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის საკითხთან, ჩვენ აქაც გვყავს სპეციალური უფროსი მრჩეველი სახელმწიფო დეპარტამენტში, ენდრიუ შოფერი, რომელიც ჩვენს დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხელმძღვანელობს. ის ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან იმისათვის, რომ პასუხი გაეცეს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ გამოწვევებს“, - განუცხადა ელიზაბეთ რუდმა „ინტერპრესნიუსს“.

იხილეთ ვიდეო: "უკვე არსებობს გზები, რომლებითაც ქართველებს აშშ-ში ლეგალურად მუშაობა შეუძლიათ" - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის მოწოდება საქართველოს მოქალაქეებს

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია