ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ ქართული მხრიდან პროვოკაციული ქმედებების ზრდაზე საუბრობს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი 9 და 10 ნოემბერს საქართველოს მხრიდან სროლის თაობაზე იუწყება. kavkaz-uzel-ის ინფორმაციით, 7 ნოემბერს, ქართულ პოლიციასა და ადგილობრივებს შორის შეტაკების შედეგად სასაზღვრო სოფელში ორი ქართველი დაიჭრა. მათივე ინფორმაციით, ქართული მხარე აღნიშნულს დეზინფორმაციას უწოდებს.

ამასთან, sputnik-ossetia.ru ქართული მხრიდან უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატების უპრეცენდენტო ზრდაზე საუბრობს. ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, 8, 9 ნოემბერს წნელისის მიდამოებში 10-ზე მეტი საფრენი აპარატი დაფიქსირდა. გარდა ამისა, ე.წ.უშიშროების კომიტეტი საუბრობს საქართველოს უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების მცდელობებზე, შეაღწიონ ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

”სამხრეთ ოსურმა მხარემ ცხელი ხაზის გამოყენებით აცნობა ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ჯგუფს (IPRM) მომხდარი პროვოკაციების შესახებ,” - განაცხადა ე.წ. უშიშროების კომიტეტის წარმომადგენელმა.

„ყველა ნეგატიურ შედეგზე, რაც შესაძლოა მოჰყვეს ინციდენტებს, რომელიც შთაგონებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, პასუხისმგებელია საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები და მთლიანობაში თბილისის რეჟიმი“, - წერია ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა