ეკა ბესელია - განცდა მაქვს, რომ უმრავლესობას საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრა არ უნდა - ძაღლი ხმამაღლა მაშინ ჰყეფს, როცა ეშინია

განცდა მაქვს, რომ უმრავლესობის წევრებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრა არ უნდათ და მიზეზს ეძებენ. ძაღლი ხმამაღლა მაშინ ჰყეფს, როცა ეშინია, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რითაც დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს და დაპირისპირებას გამოეხმაურა.

ეკა ბესელიას თქმით, უმრავლესობის დეპუტატები დღეს თავს „ძალით იბრაზებენ”.

„ღიად იკითხება, ძალით რომ თავს იბრაზებ, მიზანი არის ჩაშლა, რადგან ამ სხდომაზე უნდა გამოვიდეს კონსტიტუციური კანონპროექტი. ველოდებით კენჭისყრას. ჩემი ინტუიცია არ მღალატობს ხოლმე, განცდა მაქვს, რომ კენჭისყრა არ უნდათ უმრავლესობის წევრებს და მიზეზს ეძებენ. ის, რაც ახლა ჩანს, ძალით გაბრაზება, კუნთებზე ყურება და ძველბიჭური ქცევები ძალიან არასერიოზულად გამოიყურება, რადგან როცა ხელისუფლებაში ხარ მეტი სიდინჯე და თვითდაჯერებულობა უნდა გქონდეთ. ერთი ბრძნული გამოთქმაა-ძაღლი ხმამაღლა მაშინ ჰყეფს, როცა ეშინია”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ლურსმანაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი დაუპირისპირდნენ.

პარლამენტში პლენარული სესია მთელი დღის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი