N117 ბაგა-ბაღის ეზოში 160 ძირი მარადმწვანე ნერგი დაირგო

თბილისის N117 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოში გამწვანების აქცია გაიმართა. მიმდებარე ტერიტორიაზე ლეილანდის კუპრესო ციპარისის 160 ნერგი დაირგო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გამწვანების ღონისძიებას აღსაზრდელებთან ერთად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე შეუერთდნენ.

N117 ბაგა-ბაღი შარტავას ქუჩაზე, გზის პირას მდებარეობს, სადაც საავტომობილო მოძრაობა განსაკუთრებით ინტენსიურია. შესაბამისად, ბაღების სააგენტომ დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის სამსახურთან კონსულტაციის შედეგად, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ერთგვარი „მწვანე კედლის“ მოწყობა დაგეგმა.

„თბილისის 117-ე ბაგა-ბაღთან საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაა, რადგანაც შენობა გზის პირას - განსაკუთრებული ინტენსივობის მოძრაობის მქონე ქუჩაზე მდებარეობს. გამომდინარე იქიდან, რომ ლანდშაფტი სხვა საშუალებას არ გვაძლევს, გადავწყვიტეთ, მარადმწვანე ნერგები დაგვერგო, რომელიც რამდენიმე წელიწადში ქუჩასა და ბაღის ტერიტორიას შორის ერთგვარ გამყოფ ხაზს წარმოქმნის, რაც არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება