მამუკა მდინარაძე აკაკი ბობოხიძეს - ისეთ საოცრებებს ლაპარაკობთ, მუზად გამოადგებით ადამიანს

ბატონო აკაკი, მართლა არ ვაპირებდი გამოსვლას, მაგრამ ისეთ საოცრებებს ლაპარაკობთ მუზად გამოადგებით ადამიანს. რა შიშზე ლაპარაკობთ, ვის ეშინია თქვენი? - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრს, აკაკი ბობოხიძეს და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო ცვლილებებს განიხილავენ.

მან ოპოზიციას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების წაკითხვა ურჩია.

„პარტიებზე რომ ლაპარაკობდნენ ჩემი კოლეგები უმრავლესობიდან, იმას კი არ ლაპარაკობდნენ, რომ ვინ როგორ აზის ხალხს წურბელად, თორემ თქვენ მოგიხსენიებდნენ პირველ რიგში. იმას ლაპარაკობდნენ, რომ არსებობს 10-11 პარტია, რომელსაც აქვს საერთო ჯამში დაახლოებით 10 მილიონი დაფინანსება და ბოლო არჩევნებში მათი საერთო ჯამური შედეგი იყო 1%.

რაც შეეხება თანაბრად თუ არათანაბრად განაწილებას, ეს როგორ გაფიქრდებათ, ან კონსულტაციებს არ გადიხართ ერთმანეთთან, ან იურისტები არ გყავთ გვერდით, ან საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებებს არ კითხულობთ?

ამბობთ, შიში გაქვთ „ნაციონალური მოძრაობისო“. ამ ხალხს ვინც აქ გამოდიოდა, მათ შორის, ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა, არა მხოლო უმრავლესობიდან, შიში არ ჰქონია მაშინ, როცა შიშის ზარს სცემდით ქვეყანას თქვენი ჭკუით. დღეს რა შიშზე ლაპარაკობთ, ვის რა ეშინია თქვენი და რისი გამკეთებლები ხართ? დღეს ერთადერთი ბერკეტი გაქვთ საბედნიეროდ - ტყუილი და თუ საინფორმაციო საშუალებას ფლობთ, ატყუებთ ხალხს. რა შიშზე ლაპარაკობთ, ვის ეშინია თქვენი? ამიტომ, ცოტა დაწყნარდით და საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებები წაიკითხეთ და ასეთ საოცრებებს ნუ ლაპარაკობთ, რბილად რომ ვთქვათ,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მანამდე აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ შიში აქვს და ამიტომ არ სურს ბლოკების დაშვება.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

მამუკა მდინარაძე აკაკი ბობოხიძეს - ისეთ საოცრებებს ლაპარაკობთ, მუზად გამოადგებით ადამიანს

ბატონო აკაკი, მართლა არ ვაპირებდი გამოსვლას, მაგრამ ისეთ საოცრებებს ლაპარაკობთ მუზად გამოადგებით ადამიანს. რა შიშზე ლაპარაკობთ, ვის ეშინია თქვენი? - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრს, აკაკი ბობოხიძეს და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო ცვლილებებს განიხილავენ.

მან ოპოზიციას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების წაკითხვა ურჩია.

„პარტიებზე რომ ლაპარაკობდნენ ჩემი კოლეგები უმრავლესობიდან, იმას კი არ ლაპარაკობდნენ, რომ ვინ როგორ აზის ხალხს წურბელად, თორემ თქვენ მოგიხსენიებდნენ პირველ რიგში. იმას ლაპარაკობდნენ, რომ არსებობს 10-11 პარტია, რომელსაც აქვს საერთო ჯამში დაახლოებით 10 მილიონი დაფინანსება და ბოლო არჩევნებში მათი საერთო ჯამური შედეგი იყო 1%.

რაც შეეხება თანაბრად თუ არათანაბრად განაწილებას, ეს როგორ გაფიქრდებათ, ან კონსულტაციებს არ გადიხართ ერთმანეთთან, ან იურისტები არ გყავთ გვერდით, ან საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებებს არ კითხულობთ?

ამბობთ, შიში გაქვთ „ნაციონალური მოძრაობისო“. ამ ხალხს ვინც აქ გამოდიოდა, მათ შორის, ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა, არა მხოლო უმრავლესობიდან, შიში არ ჰქონია მაშინ, როცა შიშის ზარს სცემდით ქვეყანას თქვენი ჭკუით. დღეს რა შიშზე ლაპარაკობთ, ვის რა ეშინია თქვენი და რისი გამკეთებლები ხართ? დღეს ერთადერთი ბერკეტი გაქვთ საბედნიეროდ - ტყუილი და თუ საინფორმაციო საშუალებას ფლობთ, ატყუებთ ხალხს. რა შიშზე ლაპარაკობთ, ვის ეშინია თქვენი? ამიტომ, ცოტა დაწყნარდით და საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებები წაიკითხეთ და ასეთ საოცრებებს ნუ ლაპარაკობთ, რბილად რომ ვთქვათ,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მანამდე აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ შიში აქვს და ამიტომ არ სურს ბლოკების დაშვება.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო