მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის წარმომადგენლებს დავუსვამდი კითხვას - აწყობთ, თუ არა მათ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?

ოპოზიციის წარმომადგენლებს დავუსვამდი კითხვას, აწყობთ, თუ არა მათ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?- ეს სერიოზული და აქტუალური კითხვაა,- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოპოზიციის გეგმებს და მოთხოვნებს გამოეხმაურა.

ამასთან, მამუკა მდინარაძის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში და სისტემაში, "ქართული ოცნების" მხარდაჭერა 50% -ზე მეტია.

"განწყობებიდან გამომდინარე, "ქართული ოცნება" ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სისტემაში, პროპორციულ თუ შერეული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს, ყველა ვარიანტში მოიგებს, ღრმად ვარ დარწმუნებული. თქვენ ნახავთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ნებისმიერ შემთხვევაში "ქართული ოცნება" მოიგებს. ჩვენ პრობლემას ვერანაირი წესით ჩატარებულ არჩევნებში ვერ ვხედავთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელი და პროპორციული არჩევნებია. ბოკერიამ აღნიშნული განცხადება ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა