სოფო ქაცარავა - უმრავლესობაში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ვხედავ

უმრავლესობაში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ვხედავ, - ამის შესახებ მმართველი გუნდიდან წასულმა დეპუტატმა, სოფო ქაცარავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სამომავლო გეგმებზე საუბრისას კონკრეტიკისგან თავს შეიკავებს.

ქაცარავას განცხადებით, უმრავლესობიდან წასული დეპუტატები დღეს კიდევ ერთხელ გაივლიან კონსულტაციებს, თუმცა კონკრეტული დრო ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

„იმ კოლეგებმა, ვინც გუშინ უმრავლესობა დავტოვეთ, შევთანხმდით, რომ რაღაც ეტაპზე ჩვენ შევიკრიბებით და დეტალურად განვიხილავთ, ჩვენი სამომავლო გეგმები რა არის. დაბრუნებას რაც შეეხება, მე ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ“, - განაცხადა ქაცარავამ.

ბიძინა ივანიშვილთან შესაძლო შეხვედრის თაობაზე კი ქაცარავა ამბობს, რომ „ასეთი გეგმები ამ წუთას არაფერია“.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა 9 დეპუტატმა: თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, მარიამ ჯაშმა, ზაზა ხუციშვილმა და გიორგი ბეგაძემ დატოვეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს