სირიაში დანაღმული ავტომობილის აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ალ-ბაბში დანაღმული ავტომობილის აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა. ამ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. აღნიშნულ ქალაქს ამჟამად თურქული ძალები აკონტროლებენ.

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ აფეთქების ორგანიზებაში ბრალი სირიელ ქურთ მებრძოლებს დასდო, რასაც ქურთული ძალები უარყოფენ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთს სირიის ჩრდილოეთ ნაწილში 30-კილომეტრიანი უსაფრთხო ზონის მოწყობა სურს, რის გამოც, ოქტომბერში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. ოფიციალური ანკარას მტკიცებით, ქურთ მებრძოლებს სირიაში თურქეთთან მოსაზღვრე რაიონები არ დაუტოვებიათ, რაც აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით იყო გათვალისწინებული.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს