გიგი უგულავა - ხვალიდან პარლამენტში „ქართული ოცნების“ ვერც ერთი დეპუტატი ვეღარ შევა ვერც ერთი კარიდან - შევახსენებ თავმჯდომარეს, ვერც გვირაბიდან შეხვალთ!

გაიგეთ, „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში ვინც დარჩით, თქვენ ხვალიდან ამ შენობაში მუშაობას ვერ გააგრძელებთ. „ქართული ოცნების“ არც ერთი დეპუტატი ამ შენობაში აღარ შევა, არც ერთი კარებიდან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას განაცხადა.

უგულავას თქმით, ბრძოლა მარტივი არ იქნება, მაგრამ პირველი, რაც აუცილებელია, რომ გაკეთდეს არის ის, რომ „მოღალატე პარლამენტარებმა ვერ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა“.

„პირველი ეტაპი, რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ ამ მოღალატე პარლამენტარებმა ვერ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ხართ ამაზე თანახმა? მე შეგახსენებთ, რომ თუ ეს მოღალატეები შევიდნენ პარლამენტში, ისინი საშვილიშვილოდ, სამიდღემჩიოდ დაგვასვამენ მურუსიძეს თავზე, დაგვასვამენ უდიპლომო ნაგავს თავზე, დაგვასვამენ უსინდისოებს თავზე, რომ მერე საშვილიშვილოდ გაიხანგრძლივონ თავისი მმართველობა. ამიტომ, მეგობრებო, ყოველი დღე მათი მუშაობის არის სახიფათო, რადგან ივანიშვილი უდრის ქაოსს, ქაოსი უდრის სიღარიბეს, სიღარიბე კი ტანჯავს ყველა ჩვენთაგანს, ყველა ადამიანს, გარდა ბიძინასი და მისი ახლო მეგობრების. მეგობრებო, დღევანდელი დღე გარდამტეხი იქნება. პირველი და მთავარი - გაიგეთ, „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში ვინც დარჩით, თქვენ ხვალიდან ამ შენობაში მუშაობას ვერ გააგრძელებთ. მეგობრებო, ჩვენ არაფერში გვჭირდება ეს შენობა, არც კანცელარიის, არც მერიის, არც ერთი სხვა სახელმწიფო უწყების შენობა. 20 ივნისს მათ ცილი დაგვწამეს, თითქოს ჩვენ შენობის აღებას ვაპირებდით. არა, მეგობრებო! პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც ადამიანები საუბრობენ, ამ შენობაში ადამიანები აღარ დარჩნენ, ამიტომ ჩვენი ადგილი იქ არ არის. მე ძალიან მიხარია, რომ გამოასეირნეს სპეცრაზმი და გაძეძგეს სპეცრაზმით, რა თქმა უნდა, ამ კვირა დღეს ყაზარმაში ჯდომას, ჯობია, თალაკვაძის და კობახიძის კაბინეტში ჯდომა. მოგესალმებით მანდ მეგობრებო, იჯექით მანდ კარგად. თქვენ არავინ შეგაწუხებთ, მაგრამ იცოდეს ივანიშვილმა, სადაც მან დასცა ლახვარი საქართველოს დამოუკიდებლობას, მოქალაქეების თავისუფალ არჩევანს, იქ მეტ არჩევანს ვერ გააკეთებს, „ქართული ოცნების“ არც ერთი დეპუტატი ამ შენობაში აღარ შევა, არც ერთი კარებიდან“, - განაცხადა უგულავამ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს