კახა კალაძე - ვერ ვხვდები, დასათმობი რა არის? ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობა არაა - არანაირი კრიზისი არ არსებობს

ვერ ვხვდები, დასათმობი რა არის? დღეს ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობა არაა. არანაირი კრიზისი არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განუცხადა.

კალაძე აცხადებს, რომ პროპორციული არჩევნების თემა საბაბია ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობისთვის. მისი განცხადებით, იმ ადამიანებს, ვინც ახლა პროტესტს გამოთქვამს, 2010 და 2014 წლებში ცვლილებების რეალური შესაძლებლობა ჰქონდათ.

ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილება არჩევნების წაგების შიშის გამო ჩააგდო, კალაძე პასუხობს, რომ „დღეს ერთადერთი რეალური ძალა ქვეყანაში, ვისაც აქვს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა და აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები მოიგოს, არის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.

„გაკეთებული გვქონდა განცხადება ახალი სისტემის მიღებასთან დაკავშირებით. მეც ვარ ერთ-ერთი მხარდამჭერი და ჩემი გამოსვლებიც შეგიძლიათ ნახოთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. თუმცა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, დეპუტატების დიდმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირეს განსახორციელებელ ცვლილებებს“,-განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძის თქმით, აქციებზე მონაწილეთა რაოდენობის დათვლა ყოველთვის ხდებოდა და „ეს ბუნებრივი პროცესია“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა