ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვერ შევალთ კონსტიტუციურ პროცესში და საარჩევნო სისტემის განხილვაში, ესაა ჩვენი მკაფიო პოზიცია

ჩვენ ვერ შევალთ კონსტიტუციურ პროცესში და საარჩევნო სისტემის განხილვაში. ესაა ჩვენი მკაფიო პოზიცია,- ამის შესახებ ჟურნალიტებს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით განუცხადა.

კობახიძემ განმარტა, რატომ ეწინააღმდეგება ე.წ.გერმანული მოდელი საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას.

„მოქმედ კონსტიტუციაში წერია მარტივი რამ, დადგენილია ე.წ. პარალელური კენჭისყრის სისტემა, ესაა დამოუკიდებელი საარჩევნო სისტემა, კერძოდ, კონსტიტუციაში წერია, რომ 77 მანდატი ნაწილდება პროპორციული წესით, 73 მანდატი- მაჟორიტარული წესით. გერმანული სისტემა აბსოლუტურად განსხვავებულია, სწორედ ამიტომ ეწოდება მას არა პროპორციულ -მაჟორიტარული, არამედ პერსონალიზებული პროპორციული სისტემა და რატომ, რადგანაც პროპორციულია მანდატების განაწილების წესი. გერმანული მოდელის თანახად, 150-ვე მანდატი ნაწილდება პროპორციული წესით. უბრალოდ, აქედან პერსონალურად 73 მანდატი იმ დეპუტატებს მიენიჭება, რომლებიც არჩეულნი არიან ერთმანდატიან ოლქებში. 150-ვე მანდატი ნაწილდება პროპორციული წესით, კონსტიტუციაში წერია -77 . 150 არ უდრის 77-ს. ეს რა თქმა უნდა, იციან იმ იურისტებმა, რომლებიც წარმოადგენენ ოპოზიციას, ეს იციან სხვებმაც და სამწუხაროდ, ატყუებენ საზოგადოებას“,-აცხადებს კობახიძე.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს