მიხეილ ყაველაშვილი - რას ნიშნავს, თუ დავარბევთ, მე ვინმე დავარბიე? ვინ უნდა დავარბიოთ? უხუცეს დეპუტატს როგორ მოექცნენ და სად წავიდე, ჭიდაობას ხომ არ დავუწყებ?

თუ დავარბევთ, რას ნიშნავს, მე ვინმე დავარბიე? ვინ დამირბევია გენაცვალე, რას მელაპარაკებით? ვინ უნდა დავარბიოთ? უხუცეს დეპუტატს როგორ მოექცნენ და სად წავიდე, ჭიდაობას ხომ არ დავუწყებ? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა. აღნიშნულით მან ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, აპირებს თუ არა, ხელისუფლება ძალის გამოყენებას იმ შემთხვევაში, თუ საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის წევრებს შენობაში არ შეუშვებენ.

ამასთან, ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ის პასუხისმგებლობას პოლიტიკაში მოსვლის დღიდან გრძნობს.

„ჩემ წილ პასუხისმგებლობას არათუ ახლა, არამედ როცა პოლიტიკაში შემოვდგი ფეხი, იმ დღიდან ვგრძნობ. ამიტომ ეს არ არის ჩემთვის სიახლე, პასუხისმგებლობის განცდა და გრძნობა ჩემი მოქალაქეების წინაშე მაქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება მოვისმინეთ, ჩემი მხრიდანაც იქნება მოწოდება, ყველა ვეცადოთ, რომ დავემორჩილოთ კანონს. როგორც იცით, ბლოკირება ხდება და უნდა მოგვეცეს საშუალება პარლამენტის წევრებს, რომ სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ და იქ შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი საქმიანობის შესრულებას და ასევე აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა, რომ წესრიგი დაიცვას, ასევე ჩვენს მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონს დაემორჩილონ. მე მგონი, ამ დღეებში, ყველამ ვიხილეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან კონსტრუქციულად მოქმედებს“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს