ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელებით დაინტერესებული აღარ არიან

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეა აღარ არის დაინტერესებული, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები აწარმოოს.

„ჩვენ აღარ მივცემთ ამერიკის პრეზიდენტს საშუალებას, არაფრის გამო იტრაბახოს“,-აცხადებს კიმ კი გუანი.

ცოტა ხნით ადრე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს სწრაფი ქმედებებისკენ მოუწოდა. „თქვენ სწრაფად უნდა იმოქმედოთ, რომ შეთანხმება მოხდეს. შეხვედრამდე“,-დაწერა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი 2018 წლიდან მოყოლებული აქტიურად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების შესახებ. მხარეების ინფორმაციით, საკითხზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიღებულა. ამჯერად, ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ მოლაპარაკებების გაგრძელებით „დაინტერესებული აღარ არის“.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა