კახა კალაძე - საერთაშორისო საზოგადოებამ რა უნდა თქვას? რამე არაკანონიერი ჩავიდინეთ? არაკონსტიტუციური რამ გააკეთა "ქართულმა ოცნებამ"? კანონი დაარღვია?

საერთაშორისო საზოგადოებამ რა უნდა თქვას? რამე არაკანონიერი ჩავიდინეთ? არაკონსტიტუციური რამ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ"? - ასე უპასუხა მედიის წარმომადგენლების კითხვას თბილისის მერმა კახა კალაძემ საერთაშორისო საზოგადოების შეფასებებთან დაკავშირებით, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით გაკეთდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოებამ გამოთქვა წუხილი, თუმცა, მმართველ პარტიას კანონი არ დაურღვევია. კალაძის შეფასებით, ის, რომ მმართველმა პარტიამ თავის წევრების დარწმუნება ვერ შეძლო, ეს პარტიის პრობლემაა.

"საერთაშორისო საზოგადოებამ რა უნდა თქვას? რამე არაკანონიერი ჩავიდინეთ? არაკონსტიტუციური გააკეთა "ქართულმა ოცნებამ"? კანონი დაარღვია? რა უნდა გააკეთონ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა? მათ გამოთქვეს წუხილი, როგორც ჩვენთან გუნდში, შიგნით ადამიანებმა, ვინც მხარს უჭერდა ამ პროპორციულ სისტემას. ეს ჩვენი შიდა პარტიული პრობლემაა, რომ ვერ მოვახერხეთ დაგვერწმუნებინა ის ადამიანები, ვინც ეწინააღმდეგებოდა ამ სისტემის შემოღებას თავიდანვე. თორემ ჩვენ არც კანონი დაგვირღვევია, არც კონსტიტუცია. ეს არის ჩვენი პარტიული პრობლემა. მეორე მხრივ, რომ შევხედოთ, თუ დემოკრატიული პროცესების განვითარებას ვუყურებთ, შიგნით პარტიაში იყო ადამიანების ჯგუფი, ვინც ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ამას, ჰქონდათ თავიანთი არგუმენტები, რაც შეიძლება ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის მისაღები იყო ან არ იყო მისაღები, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. ეს სისტემაც არის დემოკრატიული, ლეგიტიმური და ჩვეულებრივად მოგვიწევს 2020 წელს არჩევნების ჩატარება",- განაცხადა კალაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში