ირაკლი ბერაია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ მის შესაძლო დანიშვნაზე - როდესაც გუნდი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, უფრო კონკრეტულად გიპასუხებთ

არსებული ინფორმაციით, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, შესაძლოა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნოს.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა აღნიშნულ პოსტზე, ირაკლი ბერაია პასუხობს, რომ გუნდის შიგნით მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა საკითხზე.

„ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ გუნდის შიგნით მინდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა საკითხებზე. როდესაც გუნდი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, უფრო კონკრეტულად შევძლებ, რომ გიპასუხოთ“, - განუცხადა ბერაიამ „ინტერპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ჩავარდა საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი, რომელიც სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. კენჭისყრის შემდეგ უმრავლესობის რიგები რამდენიმე დეპუტატმა დატოვა, რომელთა შორის იყო საგარეო ურთოერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?