ქართული პრესის მიმოხილვა 20.11.2019

რას ნიშნავს "ოცნების“ მაჟორიტართა ახალი აკვიატება და რისთვის აგროვებს ხელმოწერებს ხუნდაძე

რა საფრთხეს უქმის საქართველოს თურქეთიდან ტერორისტების დეპორტაცია

***

რას ნიშნავს "ოცნების“ მაჟორიტართა ახალი აკვიატება და რისთვის აგროვებს ხელმოწერებს ხუნდაძე

“მას შემდეგ, რაც პარლამენტში მაჟორიტარების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პროექტი ჩავარდა, რასაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები ახალი ინიციატივით გამოდიან და სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რას ნიშნავს "ოცნების“ მაჟორიტართა ახალი აკვიატება და რისთვის აგროვებს ხელმოწერებს ხუნდაძე

"მაჟორიტარი დეპუტატების სახელით განცხადებას ავრცელებს დიმიტრი ხუნდაძე, სადაც ნათქვამია, რომ მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დაიწყონ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად და შემჭიდროვებულ ვადებში წარუდგინონ პარლამენტს, რათა, მათი აზრით, ყველაზე დემოკრატიული და სახალხო საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ქვეყანამ უკვე 2020 წლის არჩევნებისთვის შეძლოს. „მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით „ქართული ოცნება“ დღემდე ამაყობს, ჩვენ ვთლით, რომ ამ გადაწყვეტილებაში საამაყო არაფერია, სინანულს განვიცდით ამ სტრატეგიული შეცდომის გამო. „მაჟორიტარული სისტემა, ცხადია, არ არის უნივერსალური, მაგრამ აქვს ბევრი უპირატესობა და დადებითი მხარე, რომელიც უზრუნველყოფს ხალხის რეალურ მმართველობას და ნამდვილ სახალხო სუვერენიტეტს, რაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის თანამედროვე ეტაპზე“, - ნათქვამია მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის განცხადებაში”, - აღნიშნავს გამოცემა.

„როგორც „რეზონანსთან“ მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა კობალაძემ განაცხადა, მას ამ ინიციატივის შესახებ არ სმენია და მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას დაუჭირა. იგივე დაადასტურა მაჟორიტარმა დეპუტატმა ლადო კახაძემ. „არანაირ განხილვაში მონაწილეობა არ მიმიღია და პირველად თქვენგან მესმის ამ ინიციატივის შესახებ. ვერ გეტყვით რას ეფუძნება ეს განცხადება, რადგან პირადად მე მხარი დავუჭირე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესს. „თავიდან ნათქვამი იყო, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა 2024 წელს, 2020 წელი კი იქნებოდა მოსამზადებელი პერიოდი. მაჟორიტართა გარკვეული ნაწილი ამის წინააღმდეგი იყო და გაცხადებული ჰქონდათ. მერე ვნახეთ როგორ განვითარდა მოვლენები და უმრავლესობის შეხვედრაზე მაჟორიტარებმა ძირითად არგუმენტად მოიყვანეს მოსახლეობა, რომელთანაც მათ უფრო მჭიდრო კავშირი აქვთ, რომ მათი წარმომადგენლები არიან პარლამენტში. „რაც შეეხება ამ კონკრეტულ ინიციატივას, თუ დადგება განსახილველად, მე ჩემს მოსაზრებას ვიტყვი. ჩემი აზრით, ნებისმიერი საარჩევნო სისტემა, იქნება ეს პროპორციული, მაჟორიტარული თუ შერეული, მარტივი თემა არ არის, ეს ერთგვარი მეცნიერებაა და ყველა სისტემას კარგად გააზრება და გათვლა სჭირდება”, - დასძენს გამოცემა.

"ეს არ არის კალკა, რომ აიღო და გადმოიღო, არც ცხელ გულზე მისაღები გადაწყვეტილება. 230 წელია ამერიკამ უნიკალური კონსტიტუცია მიიღო, სადაც მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით ტარდება არჩევნები, ეს მოდელი დიდი ხანია გამოსცადეს. რა თქმა უნდა, ჩვენ მსოფლიო ქვეყნების გამოცდილება უნდა გავიზიაროთ და მივიღოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საარჩევნო სისტემა", - განაცხადა "რეზონანსთან" ლადო კახაძემ. პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, კონსტიტუციით არანაირი ალტერნატიული პროექტი 2020 წლისთვის არ მოესწრება. „ვინ არის ხუნდაძე, საიდან მოვიდა, ან სად მიდის - ეს საზოგადოებისთვის საინტერესო არ არის და ვფიქრობ, რომ საზოგადოება უფრო მეტს იმსახურებს ვიდრე ხუნდაძის ინიციატივებზე იმსჯელოს. ფაქტია, რომ ხელისუფლებამ გადააგდო ხალხი და გადააგდო ხუნდაძის ხელით. „კონსტიტუციით არანაირი ალტერნატიული პროექტი 2020 წლისთვის არ ესწრება, ეს მშვენივრად იცის ხუნდაძემ, მაგრამ ეს არის მცდელობა დააბნიონ საზოგადოება და მერე ჩვენ ჭკვიანი სახეებით ვიფიქროთ", - განაცხადა "რეზონანსთან“ გია ხუხაშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

რა საფრთხეს უქმის საქართველოს თურქეთიდან ტერორისტების დეპორტაცია

"თურქეთი "ისლამური სახლმწიფოს" ტერორისტი მებრძოლების დეპორტირებას აგრძელებს, ამჯერად კი 29 ტყვე ტერორისტის დეპორტაცია საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანში მოახდინა, ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ თურქეთის მიერ სხვა ქვეყნებისთვის გადაცემული „ისლამური სახელმწიფოს"ტყვე ტერორისტები საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა საფრთხეს უქმის საქართველოს თურქეთიდან ტერორისტების დეპორტაცია

"არიან თუ არა დატყვევებულთა შორის ჩვენი მოქალაქეები, ეს ინფორმაცია არ მაქვს. ეს ადამიანები სახელმწიფოებს გადაეცემა და სამართალდამცავებს ჩააბარებან, შემდეგ გაასამართლებენ იმ ქვეყნის კანონის მიხედვით, რომელ ქვეყანაშიც დაადეპორტირებს თურქეთი. ისინი ამ მხრივ, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. იმ ქვეყნის კანონმდებლობა თუ ამ ადამიანებს თავისუფლებაზე გაუშვებს, ეს ამ ქვეყნის პრეროგატივაა", - აცხადებს მაისაია”, - აღნიშნავს გამოცემა.

"თურქეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ „ისლამური სახელმწიფოს" იმ მებრძოლთა სიაში, რომელთა დეპორტაციაც უკვე განხორციელდა, ასევე არიან რუსეთის 99, ყირგიზეთის 23, ტაჯიკეთის 21, გერმანიის 17, ყაზახეთის 10 და სხვა ქვეყნების მოქალაქეები”, - წერს სტატიის ავტორი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით