მაჟორიტარი დეპუტატები, არჩევნების სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, პარლამენტში შესაბამის პროცედურებს იწყებენ

პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე თანამოაზრეებთან ერთად, არჩევნების სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, პარლამენტში პროცედურებს იწყებს.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, შეხვედრა იგეგმება საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანთან, რის შემდეგაც მაჟორიტარები რეგიონებში დაიწყებენ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებას.

„გუშინ ჩვენ საზოგადოებას სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ინიციატივა გავაცანით და დავპირდით, რომ უმოკლეს ვადებში წარვადგენდით კონკრეტულ პროექტს პარლამენტში, რომელიც შემდეგ განხილვის საგანი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი პროცედურული გზა და დღეს ვიწყებთ. იქნება საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა, მას ვთხოვთ, რომ წარმოებაში მიიღოს საქმე და ბიულეტენები მოგვცეს, რომ გავიდეთ რეგიონებში და მოვაგროვოთ საჭირო ხმები ინიციატივის მხარდასაჭერად. ჩვენ პარლამენტში დეპუტატებს შორის ვიმუშავებთ და რა თქმა უნდა, გავალთ რეგიონებშიც, დიდ ქალაქებშიც და მოვაგროვებთ მხარდამჭერთა ხმებს",-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე საკუთარ სამუშაო კაბინეტში მაჟორიტარების ნაწილს შეხვდა, მათ შორის იყვნენ კარლო კოპალიანი, კახა ოქრიაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი და ვიქტორ ჯაფარიძე.

იხილეთ ვიდეო:

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს