თბილისის ცენტრალური საავადმყოფო ნეიროქირურგ გიორგი მაღალაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო ნეიროქირურგ გიორგი მაღალაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევა პაციენტის თანმხლები პირის მიერ განხორციელდა.

როგორც განცხადებაში წერია, ექიმის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და ის პროფესიულ საქმიანობას აგრძელებს.

„გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტს, რომელიც დაფიქსირდა და გავრცელდა მედია საშუალებების მიერ. აღნიშნული ფაქტი მოხდა გუშინ დღის მეორე ნახევარში და განხორციელდა პაციენტის თანხმხლები პირის მიერ, რომელმაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენი კლინიკის ექიმს, საქართველოში წამყვან ნეიროქირურგს გიორგი (გოგი) მაღალაშვილს.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო გმობს მომხდარ ფაქტს და აცხადებს, რომ ვერ შეეგუება ძალადობას და პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მედპერსონალზე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის ვერანაირ მცდელობას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ როგორც პაციენტის, ასევე ბატონი გოგის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ღვაწლმოსილი ექიმი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მის პროფესიულ საქმიანობას - პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

მომხდარი ფაქტის შესახებ საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“,- ნათქვამია განცხადებაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა