„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები ბრიუსელში ევროპარლამენტარებს ხვდებიან

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები, კახა კუკავა და როინ ხიჯაკაძე ბრიუსელში ევროპარლამენტის დეპუტატებს ხვდებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკური პრატია “თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს.

20 ნოემბერს შეხვედრა ევროპარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფრაქციის „იდენტურობისა და დემოკრატიის“ ხელმძღვანელთან მარკო ძანისთან გაიმართა, რომელიც აგრეთვე იტალიის ყველაზე პოპულარულ პარტიას „ჩრდილოეთის ლიგას“ წარმოადგენს. შეხვედრაზე განიხილეს, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის საკითხი პარტია „თავისუფალ საქართველოსა“ და „ჩრდილოეთის ლიგას“ შორის, აგრეთვე უკანასკნელ დღეებში საქართველოში განვითარებული მოვლენები.

„თავისუფალმა საქართველომ“ ევროპარლამენტარებს საქართველოში შექმნილი ვითარება გააცნო, კერძოდ - როგორ დაარღვია ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა და ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმება და როგორ ცდილობს პოლიტიკური აფიორისა და თაღლითობის გზით შეინარჩუნოს ერთპარტიული მმართველობა 2020 წელს დაგეგმილი არჩევნების შემდეგაც.

პოლიტიკურმა გაერთიანებამ მარკო ძანის საერთაშორისო თანამეგობრობისადმი ოპოზიციური პარტიების ერთობლივი მიმართვა გადასცა, სადაც როგორც საარჩევნო რეფორმის განხორციელების მნიშვნელობაზე, აგრეთვე პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებაა საუბარი.

„თავისუფალი საქართველო“ ევროპარლამენტში შეხვედრებს განაგრძობს. პარტიის უმთავრესი ამოცანაა, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცება ევროპის კონსერვატიული ორიენტაციის პარტიებთან, აგრეთვე ივანიშვილის რეჟიმის საერთაშორისო იზოლაცია და ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესება“, - აღნიშნულია პარტიის ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა