აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან ასფალტზე, სტიკერები დააკრეს, წარწერით „დალუქულია“

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის ღობეზე ბოქლომის დადების შემდეგ, ცენტრალურ შესასვლელთან ასფალტზე, სტიკერები დააკრეს, წარწერით „დალუქულია“ , ასევე სტიკერი ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით, რომელსაც აწერია „გადამგდებია“.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა უგულავა აცხადებს, დაწესდება „ხუთშაბათობა“ მთავრობისთვის.

„ასე ხუთშაბათობა მოვუწყოთ ხოლმე მთავრობას. ბოქლომის დღე მთავრობას, იქნება ხუთშაბათობა. 200 პოლიციელი სჭირდება დაახლოებით, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მთავრობის მშვიდობიანი გაქცევა აქედან. ვისი ნერვები უფრო მაგარი აღმოჩნდება, ჩვენი თუ ბიძინა ივანიშვილის, ვნახავთ“, -აღნიშნა უგულავამ.

ცნობისთვის, მთავრობის სხდომა დღეს აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციის ჭიშკარზე დადებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. საბოლოოდ, აქციის მონაწილეებმა ბოქლომი მთავრობის ადმინისტრაციის ჭიშკრის ნაცვლად, ღობეს დაადეს.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს