ეკა გიგაური - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებენ

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას და ბიძინა ივანიშვილს, რომ შეწყვიტოს სახელმწიფო ინსტიტუტების სათავისოდ გამოყენება. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და გავლენას ახდენს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხზე, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გიგაურმა 18 ნოემბერს დაკავებული დემონსტრანტების საქმეების სასამართლოში მიმდინარეობის შეფასებისას აღნიშნა, მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი „არ იყო თავის გადაწყვეტილების მიღებაში თავისუფალი და როგორც ჩანს, ინსტრუქციებს იღებდა“.

ამასთან, გიგაურის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლო პროცესში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებას აცნობებენ.

„საერთო ჯამში, ეს პროცესი თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული იყო. როგორც ჩანს, მოსამართლე არ იყო თავის გადაწყვეტილების მიღებაში თავისუფალი, ზოგ შემთხვევაში ის გადიოდა სასამართლოს პროცესიდან და როგორც ჩანს, იღებდა ინსტრუქციებს და ეს აშკარად ჩანდა. ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას და ბიძინა ივანიშვილს, რომ შეწყვიტოს სახელმწიფო ინსტიტუტების სათავისოდ გამოყენება, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და გავლენას ახდენს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხზე. გავაგრძელებთ დაკავებულების დაცვას და გავასაჩივრებთ მიღებულ გადაწყვეტილებებს. რა თქა უნდა, დავაკვირდებით პროცესს და ასევე მივაწოდებთ ინფორმაციას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლობებს. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მთელ ქვეყანას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებენ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და ამისთვის კონკრეტულ ინსტიტუციებს და ადამიანებს იყენებენ“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა