სულხან სალაძე - გარდა იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია, 18 ნოემბერს დაკავებულები გაანაწილეს სხვადასხვა იზოლატორში, რაც კომუნიკაციის თვალსაზრისით პრობლემას ქმნის

გარდა იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები არ არის დასაბუთებული, დაკავებული პირები გადანაწილებული ჰყავთ სხვადასხვა იზოლატორში, რაც ქმნის პრობლემას კომუნიკაციის თვალსაზრისით, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძემ 18 ნოემბერს, აქციის დაშლისას დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის შეფასებისას განაცხადა.

როგორც სალაძემ აღნიშნა, ვინაიდან „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ არ ჩაუბარებია სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებები, ეს გასაჩივრების ნაწილშიც ქმნის პრობლემას.

„გარდა იმისა, რომ გადაწყვეტილებები არ არის დასაბუთებული, დაკავებული პირები გადანაწილებული ჰყავთ სხვადასხვა იზოლატორებში, რაც ასევე ქმნის პრობლემას კომუნიკაციის თვალსაზრისით. ადმინისტრაციული სამართლადარღვევის მიმართულებით, განსაზღვრულია კონკრეტული ვადა გასაჩივრების და ბუნებრივია, როდესაც ისინი ერთ კონკრეტულ არეალში არ არიან, ანუ ერთ ქალაქში და მუნიციპალიტეტში, ეს შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი გარემოება“, - აღნიშნა სალაძემ.

სალაძის თქმით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ საჩივრების მომზადება უკვე დაწყებული აქვს.

„რასაც ჩვენ ვხედავთ, სამწუხაროდ, სასამართლომ ითამაშა არა მართლმსაჯულების და ობიექტური შემფასებლის როლი, არამედ თავიდან ბოლომდე ჩართული იყო იმ პროცესში, რა პროცესის ხილვაც ალბათ სურდათ. ერთი ის, რომ პროტესტის მუხლი შენელებულიყო, მეორე ის, რომ პროცესები გადატანილიყო და განხილულიყო საქმები არა დღის განმავლობაში, არამედ გვიან ღამით, როდესაც შეიძლება საზოგადოების ნაკლები აქტიურობა ყოფილიყო ამ თემების მიმართ. მაშინ, როდესაც ჩვენ 20 ივნისის საქმეებზე მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, რომ როდესაც ამდენი მოსამართლე იხილავს ის კი არ არის პრობლემა, არამედ პრობლემაა, როგორ იხილავენ ეს მოსამართლეები საქმეებს“, - განაცხადა სალაძემ.

სალაძის აზრით, დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა, „დაპატიმრებები კიდევ ვიხილოთ“. ის სასამართლოს მოუწოდებს, რომ ყველა საქმეზე, რომელზეც მიიღებს გადაწყვეტილებას, არასამთავრობოებს არა მარტო სარეზოლუციო ნაწილის შესახებ აცნობოს, არამედ დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩააბაროს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა