საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს წევრები სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ

საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს წევრები, დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR), ეუთოს (OSCE) და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით, სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

შეხვედრების მიზანია საპარლამენტო ეთიკის საბჭოს მუშაობის საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და საქართველოს პარლამენტში ეთიკის საბჭოს წარმატებული ფუნქციონირების ხელშეწყობა.

ეთიკის კოდექსის აღსრულების მონიტორინგის საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით ღია მმართველობის პარტნიორობის - OGP -ის წევრი ქვეყნების მხარდაჭერის პროგრამის ხელმძღვანელს პოლ მაასენს, საერთაშორისო გამჭვირვალობა ევროკავშირთან, EU Integrity პროგრამის ადვოკატირების უფროსს ნიკოლას აიოსას და EU Integrity პროგრამის პოლიტიკის ოფიცერს ვიტორ ტეიქსირას შეხვდნენ.

დელეგაციის წევრები ეთიკის კოდექსით რეგულირებული საკითხების - სიძულვილის ენის და დისკრიმინაციის რეგულაციების გაზიარების მიზნით ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებს: ადამიანის უფლებათა განყოფილების პოლიტიკის ოფიცერს პაოლო სალვიას, საქართველოს თემებზე მომუშავე გუნდის წარმომადგენლებს იზაბელა ტორტას და სოფი ვან ბერგნერს და სიძულვილის ენის საკითხებზე მომუშავე თანამშრომელს იოჰანეს ბოერმანს შეხვდნენ .

ოფიციალური შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროპარლამენტის წევრების ქცევის/ეთიკის საკონსულტაციო კომიტეტის წევრთან ჰაიდი ჰაუტალასთან. ევროპარლამენტის პრეზიდენტის კაბინეტის წევრთან და მრჩეველთან სამართლებრივ საკითხებში მაიკლ ვაისთან და ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარესთან ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტში (PAC) მარინა კალიურანდთან და სვენ მიკსერთან, საქართველოს საკითხებზე მომხსენებლი საგარეო საქმეთა კომიტეტში.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები გამჭვირვალობის სამსახურის, დოკუმენტებზე საჯარო ხელმისაწვდომობის გენერალური დირექტორიატის წარმომადგენელს ჯერები ბენტლის, ადმინისტრაციული სამსახურის ევროპარლამენტის წევრების ქცევის/ეთიკის კოდექსის გენერალურ დირექტორიატის წარმომადგენელს ბარბარა ტოშეგს, გამჭვირვალობის სამსახურის, ინტერესთა გამჭვირვალობის რეესტრის გენერალური დირექტორიატის წარმომადგენელს მარი თილთს და ევროპის ომბუდსმენის ოფისის გენერალურ მდივანს კესირა დანიელოს შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბრიუსელში ირინა ფრუიძე, ნინო წილოსანი, ოთარ კახიძე, ემზარ კვიციანი და ეკა ბესელიას შემადგენლობით მონაწილეობდა.

შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს პარლამენტის თანამშრომელი ქეთევან ფირანიშვილი, OSCE/ODIHR - ის წარმომადგენელი იაკობო ლეონე და - ODIHR -ის დემოკრატიზაციის დეპარტამენტის უფროსი მარჩინ ვალეცკი, NDI საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი, NDI საქართველოს ოფისის საპარლამენტო პროგრამის ხელმძღვანელი ირინა რეხვიაშვილი და NDI საქართველოს ოფისის წარმომადგენელი ანა ამირანაშვილი.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს წევრები სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ

საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს წევრები, დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR), ეუთოს (OSCE) და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით, სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

შეხვედრების მიზანია საპარლამენტო ეთიკის საბჭოს მუშაობის საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და საქართველოს პარლამენტში ეთიკის საბჭოს წარმატებული ფუნქციონირების ხელშეწყობა.

ეთიკის კოდექსის აღსრულების მონიტორინგის საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით ღია მმართველობის პარტნიორობის - OGP -ის წევრი ქვეყნების მხარდაჭერის პროგრამის ხელმძღვანელს პოლ მაასენს, საერთაშორისო გამჭვირვალობა ევროკავშირთან, EU Integrity პროგრამის ადვოკატირების უფროსს ნიკოლას აიოსას და EU Integrity პროგრამის პოლიტიკის ოფიცერს ვიტორ ტეიქსირას შეხვდნენ.

დელეგაციის წევრები ეთიკის კოდექსით რეგულირებული საკითხების - სიძულვილის ენის და დისკრიმინაციის რეგულაციების გაზიარების მიზნით ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებს: ადამიანის უფლებათა განყოფილების პოლიტიკის ოფიცერს პაოლო სალვიას, საქართველოს თემებზე მომუშავე გუნდის წარმომადგენლებს იზაბელა ტორტას და სოფი ვან ბერგნერს და სიძულვილის ენის საკითხებზე მომუშავე თანამშრომელს იოჰანეს ბოერმანს შეხვდნენ .

ოფიციალური შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროპარლამენტის წევრების ქცევის/ეთიკის საკონსულტაციო კომიტეტის წევრთან ჰაიდი ჰაუტალასთან. ევროპარლამენტის პრეზიდენტის კაბინეტის წევრთან და მრჩეველთან სამართლებრივ საკითხებში მაიკლ ვაისთან და ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარესთან ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტში (PAC) მარინა კალიურანდთან და სვენ მიკსერთან, საქართველოს საკითხებზე მომხსენებლი საგარეო საქმეთა კომიტეტში.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები გამჭვირვალობის სამსახურის, დოკუმენტებზე საჯარო ხელმისაწვდომობის გენერალური დირექტორიატის წარმომადგენელს ჯერები ბენტლის, ადმინისტრაციული სამსახურის ევროპარლამენტის წევრების ქცევის/ეთიკის კოდექსის გენერალურ დირექტორიატის წარმომადგენელს ბარბარა ტოშეგს, გამჭვირვალობის სამსახურის, ინტერესთა გამჭვირვალობის რეესტრის გენერალური დირექტორიატის წარმომადგენელს მარი თილთს და ევროპის ომბუდსმენის ოფისის გენერალურ მდივანს კესირა დანიელოს შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბრიუსელში ირინა ფრუიძე, ნინო წილოსანი, ოთარ კახიძე, ემზარ კვიციანი და ეკა ბესელიას შემადგენლობით მონაწილეობდა.

შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს პარლამენტის თანამშრომელი ქეთევან ფირანიშვილი, OSCE/ODIHR - ის წარმომადგენელი იაკობო ლეონე და - ODIHR -ის დემოკრატიზაციის დეპარტამენტის უფროსი მარჩინ ვალეცკი, NDI საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი, NDI საქართველოს ოფისის საპარლამენტო პროგრამის ხელმძღვანელი ირინა რეხვიაშვილი და NDI საქართველოს ოფისის წარმომადგენელი ანა ამირანაშვილი.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია