ეკა ბესელია - ევროპარლამენტში ამზადებენ საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციის ტექტს, რომელშიც ძალიან მწვავედ იქნება საუბარი როგორც საარჩევნო, ისე სასამართლოს თემაზე

ბევრი შეხვედრის მონაწილე ვყოფილვარ და მე პირადად, გამაოცა დიპლომატიას გაცდენილმა ძალიან ღია ტექსტმა, რომლითაც ეს ქალბატონი საუბრობდა“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორებთან გამართული შეხვედრის დეტალებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ეკა ბესელია აცხადებს, ბოლო შეხვედრაზე, რომელიც ევროპარლამენტის ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე მომხსენებლებთან და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან გაიმართა, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს და დაუფარავად გამოხატეს კრიტიკული პოზიცია.

„ამზადებენ საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციის ტექტს, რომელიც ძალიან მალე იქნება მზად, უკვე პროექტიც არსებობს და მასში ძალიან მწვავედ იქნება საუბარი როგორც საარჩევნო, ისე სასამართლოს თემაზე.

გუშინ იქნებოდა უკვე შეხვედრა, რადგან გვითხრა, რომ ხვდებოდა საგარეო საქმეთა მინისტრს და ბატონი ზალკალიანი გუშინ იყო ბრიუსელში და შეხვედრა უკვე შედგებოდა, მას აუცილებლად იგივე მკვეთრად უარყოფითი პოზიციის მოსმენა მოუწევდა.

ჩვენ ვუთხარით, რომ არსებობს უკვე საერთო მოთხოვნები ჩამოყალიბებული და ყველა მინუს ერთი - ეს მოცემულობა რაც შეიქმნა, ესეც ვუთხარით, რომ სრულიად განსხვავებული პოლიტიკური პარტიები არიან ამ მოთხოვნების ირგვლივ ხელმომწერები და ეს ეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ვუთხარით, რომ არსებობს გამოსავალი პოლიტიკური ნების პირობებში, რომელიც უნდა გაუჩნდეს ხელისუფლებას როგორც შიდა პროტესტით, ასევე საგარეო პარტნიორების პროტესტის პირობებში, რაც აუცილებლად მოხდება და დღევანდელი შეხვედრაც ევროკავშირის ელჩებთან არ ყოფილა შემთხვევითი,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო:

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა