დავით უსუფაშვილი - თავად ივანიშვილი და მთავრობა ამბობს, „აღარ შეგვიძლია მართვა, გვიშველეთ რამეო“

თავად ივანიშვილი და მთავრობა ამბობს, რომ აღარ შეგვიძლია მართვაო, გვიშველეთ რამეო, იმიტომ რომ, რაც ჩვენ მოვიფიქრეთ და შევქმენით, იმასაც კი ვეღარ ვასრულებთო, - განცხადება ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, ოპოზიციას აქვს რესურსი, რომ პროპორციული არჩევნების მოთხოვნა განაგრძოს და სასურველ შედეგს მიაღწიოს.

„ზოგადად, ქვეყანაში სიტუაცია ცუდიდან უარესობისკენ წავიდა. „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის ამ უპრეცედენტო ტყუილმა, რა თქმა უნდა, უფრო დაძაბა ვითარება. ეს არ უწყობს ხელს ნორმალური გზით არჩევნებამდე მისვლას. გამოსავალი არსებობს და ეს არის „გერმანული საარჩევნო სისტემის მოდელი“, რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს ოპოზიციის მოთხოვნასაც, იმ ე.წ ამბოხებული მაჟორიტარების მიერ დასმულ საკითხსაც მაჟორიტარული არჩევნების შენარჩინების თაობაზე, ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზებასაც თავის დროზე ივნისში და ამან შესაძლოა, არჩევნებამდე ნაკლები დანაკარგებით მიგვიყვანოს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, კოჰაბიტაციას უნდა ჰქონდეს დასასრული.

„რა თქმა უნდა, იყო ძალიან დიდი შეცდომა, რომ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა მანკიერი, გადმოიღო და იყნებს მას პოლიტიკური ოპონენტებისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეს არის შეცდომა. „ქართული ოცნების“ კოჰაბიტაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მანკიერებებთან სასამართლოში იქნება ეს, უშიშროების სამსახურში, საჯარო სამსახურში, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მედიაში ხელის ფათური, ბიზნესში ხელის ფათური. ეს იყო და არის შეცდომა და მომავალმა ხელისუფლებამ უნდა დაასრულოს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ