ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია ახალი ლიდერის გამოსავლენად პრაიმერის ჩატარებას გეგმავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ ახალი ლიდერის გამოსავლენად პრაიმერის ჩატარებას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პარტიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალი კორუფციისა და თაღლითობის მუხლებით წაუყენეს.

ისრაელის მედია იუწყება, რომ „ლიკუდი“ პრაიმერს 6 კვირაში ჩაატარებს.

ისრაელში შესაძლოა არჩევნები წელს მესამედ ჩატარდეს, ვინაიდან კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერც ნეთანიაჰუმ და ვერც მისმა მეტოქე ბენი განცმა შეძლო. ისრაელის პრეზიდენტმა პარლამენტს საკუთარი კანდიდატურის წარსადგენად 3 კვირიანი ვადა მისცა, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის საერთო კანდიდატურის წარდგენაზე ვერ შეთანხმდება, ისრაელში საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს