გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 25 ნოემბერს, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკორაიონის, ვარკეთილი-3 I, II მიკრორაიონების და მაისურაძის ქუჩის მაცხოვრებლებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების IV მიკრორაიონის, ფრანგულიანის და ორახელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

14:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდება კახეთის გზატკეცილის, სადგური ლილოს და ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის II, IIა, III,IV ზონების(ნაწილობრივ), სოფელი ლისის, თოფურიძისა და მაჭავარიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება გივი კარტოზიას, მინდელის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის(ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის(ნაწილობრივ), პეტრიწის და ბერაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდება რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის(ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა