დავით ბაქრაძე - ავტობუსებს და სპეცრაზმს ამოფარებული ხელისუფლებები რუსთაველის გამზირს ბევრი ახსოვს და ყველამ ცუდად დაამთავრა

ავტობუსებს და სპეცრაზმს ამოფარებული ხელისუფლებები ამ ადგილს ბევრი ახსოვს და ყველამ ცუდად დაამთავრა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.

ბაქრაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ე.წ. საკნების აქცია 4 თვე „ითმინა“, რა პერიოდშიც პარლამენტში შესვლას ვერ ახერხებდნენ.

„ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა საკუთარი არჩევანი, რომ მისი არჩევანია, ხალხთან დიალოგის ნაცვლად ამოეფაროს სპეცრაზმს, ყვითელ ავტობუსებს და ფარებს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ სამართლიან არჩევნებში ყველას ჰქონდეს შანსი, მაგრამ ასე თუ გააგრძელა ხელისუფლებამ, ყველანაირი არჩევნების გარეშე დასრულდება, რადგან ძალა და სიმართლე არის ხალხის მხარეს. რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელდეს ეს პროტესტი, ხალხი არ დაიღლება, რადგან სიმართლე არის აქეთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს არის ავტობუსებს და სპეცრაზმს ამოფარებული ხელისუფლება. ავტობუსებს და სპეცრაზმს ამოფარებული ხელისუფლებები ამ ადგილს ბევრი ახსოვს და ყველამ ცუდად დაამთავრა. ასე რომ, ეს არის „ქართული ოცნების“ არჩევანი - ან ისინი მოდიან დათმობაზე და ქვეყანაში ტარდება თავისუფალი არჩევნები, განიმუხტება კრიზისი და საქართველო გააგრძელებს განვითარებას ან ისინი დარჩებიან სპეცრაზმის უკან და ამ შემთხვევაში, დღევანდელი ხელისუფლება ძალიან სწრაფად დაამთავრებს და აბსოლუტურად სხვანაირად.

4 თვის განმავლობაში, როცა ტარდებოდა საკნების აქცია და მთელი რუსთაველი იყო ბლოკირებული, ჩვენ ფიზიკურად ვერ შევდიოდით პარლამენტის შენობაში, რადგან გარშემორტყმული იყო მომიტინგეების საკნებით და მაშინდელმა ხელისუფლებამ, „სისხლიანმა ხელისუფლებამ“, როგორც „ქართული ოცნება“ ეძახის, 4 თვე ითმინა საზოგადოების პროტესტი, არ ამოფარებულა ავტობუსებს, არ ჩაუტარებია პარლამენტის სხდომა. ამ ხელისუფლებას არც ამის მოთმენა აქვს, არც ხედვა“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა