თამარ იოსელიანი - 2020 წლის აუდიტს საქართველოს პორტები მომზადებული ხვდებიან

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. ვისაუბრეთ საქართველოს ნავსადგურების უსაფრთხოებასა და უშიშროებაზე, ასევე საზღვაო ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურების დანერგვაზე. აშშ-ს საელჩო აფინანსებს ჩვენს პორტებში აღნიშნული პროექტის პირველ ეტაპს - კვლევის კომპონენტს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავასა და აშშ - ის სანაპირო დაცვის ხელმძღვანელის ადმირალ კარლ ლეო შულცის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. აღნიშნული შეხვედრა ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

თამარ იოსელიანის განცხადებით, შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ქართული ნავსადგურების აუდიტსაც. აშშ-ს სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ამოწმებს ჩვენს პორტებში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას. „2018 წლის აუდიტის დროს საქართველომ უმაღლესი შეფასება მიიღო. თამარ იოსელიანის თქმით, შემდგომ აუდიტს 2020 წლისთვის ველოდებით, რისთვისაც ქართული პორტები სათანადოდ მომზადებული არიან.

სასიხარულოა ჩვენთვის, რომ ადმირალმა კარლ შულცმა დაგვიდასტურა 2020 წელს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე (GIMG 2020) დასწრება”, - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა