შინაგან საქმეთა მინისტრი შვედეთის იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრის მოადგილეს, სახელმწიფო მდივანს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური შვედეთის სამეფოს იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრის მოადგილეს, სახელმწიფო მდივანს ლარს ვესტბრატს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა სახელმწიფო მდივანს მადლობა გადაუხადა შვედეთის სამეფოს მთავრობის მიერ საქართველოს მტკიცე და უწყვეტი მხარდაჭერისთვის.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა შვედეთის სამეფოსთან სამართალდაცვით სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობა განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე, ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მისი წარმატებით განხორციელებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

უწყების ცნობით, შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და დაიგეგმოს ერთობლივი ღონისძიებები არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის კუთხით.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა