სასამართლოში 20 ივნისის აქციის დაშლისას დაკავებული პირების - ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის პროცესი მიმდინარეობს

20 ივნისის აქციის დაშლისას დაკავებული პირების - ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე კახაბერ კუპრეიშვილის ადვოკატი ზაქრო გვიშიანი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ გამოცხადდა, რის გამოც, მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ბრალდებულს კითხვით მიმართა, სურდა თუ არა, სხდომის ჩატარება.

კახაბერ კუპრეიშვილმა განაცხადა, რომ ის თანახმა არის სხდომა ადვოკატის მონაწილეობის გარეშე ჩატარდეს.

მოსამართლემ ბრალდებულს მისი დაცვის უფლება განუმარტა და აღნიშნა, რომ სხდომა არ ჩატარდებოდა, ვინაიდან ადვოკატი საპატიო მიზეზით სხდომაზე ვერ გამოცხადდა.

აღნიშნულს სხდომათა დარბაზში მყოფი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავასა და სხვა დამსწრეების უკმაყოფილება მოჰყვა.

მოსამართლემ ბოკუჩავას გაფრთხილება მისცა, რომ თუკი სხდომათა დარბაზში წესრიგს არ დაიცავდა, გააძევებდა.

"ეს არის ფარსი, რასაც თქვენ აკეთებთ", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ბრალდებულმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ მას პროცესის გადადების სურვილი არ ჰქონდა და ადვოკატის მონაწილეობის გარეშე დღევანდელ სხდომაზე თავის დაცვას შეძლებდა. ამის შემდეგ, მოსამართლემ სხდომის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ, კერძოდ კი, სამართალდამცავებს.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ცოტნე ცოტნიაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელიას და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზაზა ფირალიშვილი - არ ჩანს დიდი იდეა, არ ჩანან პოლიტიკური აქტორები, რომლებიც თავისი გადამდები ენთუზიაზმით და ენერგიით „აამოძრავებდნენ“ საზოგადოებას
თორნიკე ჯანაშვილი - “რეფორმერი" პოლიტიკაში მოდის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ტერაბანკის ინოვაციური ბოტის საკომუნიკაციო კამპანიამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა