ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი - ვულოცავთ საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას

ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით ქალაქ სტრასბურგში საზეიმო ღონისძიებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეზიდენტი ლინოს ალექსანდრე სიცილიანოსი ესწრება.

„ჩვენ მოხარულები ვართ და ვულოცავთ საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას, რაც ქვეყნის ისტორიაში პირველად ხდება. ვიცით, რომ თქვენი ქვეყნის მთავრობამ მნიშვნელოვანი პრიორიტეტები განსაზღვრა. აღნიშნული თემატიკა ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ, რომ ქვეყანამ სწორად შეარჩია თავმჯდომარეობის პრიორიტეტები. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს წარმატებული თავმჯდომარეობა ექნება. მომავალი წლის მაისში შესაძლებლობა მექნება პირველად ვეწვიო საქართველოს, თავმჯდომარეობის ფარგლებში თბილისში დაგეგმილ მინისტერიალზე დასასწრებად“, - განაცხადა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეზიდენტმა.

ქალაქ სტრასბურგში ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები იწყება.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა