თეონა ჭალიძე, - იმედი მაქვს სხვა ვეღარ გაბედავს ბავშვების ხარჯზე ეკონომიის გაკეთებას

„ახალი საქართველოს“ სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი, ბაგა-ბაღებში ბავშვთა კვების დარღვევებზე საუბრობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ახალი საქართველოდან“ აცნობეს. როგორც თეონა ჭალიძე აღნიშნავს, 2019 წლის თებერვალში მათ მიერ გასაჯაროვდა ფაქტი იმის თაობაზე, რომ სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, კომპანია შპს „ელენიკოს“ მიერ დაფიქსირდა საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის მიწოდება.

,,ახალი საქართველოს“ სოციალური სამსახურის მიერ 2019 წლის თებერვალში გასაჯაროვდა დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ სამტრედიის საბავშვო ბაღებში დაფიქსირდა ცხენის ხორცის გამოყენება, კერძოდ მომმარაგებელ კომპანიას შპს ,,ელენიკოს” საქონლის ხორცის ნაცვლად ბაღებში შეჰქონდა ცხენის ხორცი. სწორედ აღნიშნული დოკუმენტის გასაჯაროების შემდეგ დაიწყო გამოძიება და რამდენიმე დღის წინ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გზით ბაგა-ბაღებისთვის ძროხის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის მიწოდებაში ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ სცნო, სასჯელის სახით კი 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. იმედი მაქვს, ეს იქნება სამაგალითო სხვა ბიზნესოპერატორებისთვის და ვერავინ გაბედავს ბავშვების ხარჯზე ეკონომიის გაკეთებას. ,,ახალი საქართველოს“ სოციალური სამსახური აგრძელებს მონიტორინგს საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული დარღვევების გამოსავლენად. საეჭვო ფაქტების შესახებ გთხოვთ დაგვიკავშირდით “,- განაცხადა თეონა ჭალიძემ.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ნ.მ. 2019 წლის 27 თებერვალს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, 219-ე მუხლის პირველი ნაწილით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 3 წლითა და 6 თვის ვადით შეეფარდა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

თეონა ჭალიძე, - იმედი მაქვს სხვა ვეღარ გაბედავს ბავშვების ხარჯზე ეკონომიის გაკეთებას

„ახალი საქართველოს“ სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი, ბაგა-ბაღებში ბავშვთა კვების დარღვევებზე საუბრობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ახალი საქართველოდან“ აცნობეს. როგორც თეონა ჭალიძე აღნიშნავს, 2019 წლის თებერვალში მათ მიერ გასაჯაროვდა ფაქტი იმის თაობაზე, რომ სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, კომპანია შპს „ელენიკოს“ მიერ დაფიქსირდა საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის მიწოდება.

,,ახალი საქართველოს“ სოციალური სამსახურის მიერ 2019 წლის თებერვალში გასაჯაროვდა დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ სამტრედიის საბავშვო ბაღებში დაფიქსირდა ცხენის ხორცის გამოყენება, კერძოდ მომმარაგებელ კომპანიას შპს ,,ელენიკოს” საქონლის ხორცის ნაცვლად ბაღებში შეჰქონდა ცხენის ხორცი. სწორედ აღნიშნული დოკუმენტის გასაჯაროების შემდეგ დაიწყო გამოძიება და რამდენიმე დღის წინ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გზით ბაგა-ბაღებისთვის ძროხის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის მიწოდებაში ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ სცნო, სასჯელის სახით კი 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. იმედი მაქვს, ეს იქნება სამაგალითო სხვა ბიზნესოპერატორებისთვის და ვერავინ გაბედავს ბავშვების ხარჯზე ეკონომიის გაკეთებას. ,,ახალი საქართველოს“ სოციალური სამსახური აგრძელებს მონიტორინგს საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული დარღვევების გამოსავლენად. საეჭვო ფაქტების შესახებ გთხოვთ დაგვიკავშირდით “,- განაცხადა თეონა ჭალიძემ.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ნ.მ. 2019 წლის 27 თებერვალს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, 219-ე მუხლის პირველი ნაწილით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 3 წლითა და 6 თვის ვადით შეეფარდა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია