დონალდ ტრამპმა ჰონგ-კონგელი დემონსტრანტების მხარდამჭერ აქტს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ჰონგ-კონგის საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის აქტში“, რომელიც კონგრესმა ოქტომბერში დაამტკიცა, აღნიშნულია, რომ „ჰონგ-კონგი არის ჩინეთის ნაწილი, თუმცა მისგან გამოყოფილი სამართლებრივი და ეკონომიკური სისტემა აქვს.“

კანონპროექტის თანახმად, აშშ განახორციელებს ყოველწლიურ მონიტორინგს, რათა დარწმუნდეს, რომ ჰონგ-კონგს აქვს საკმარისი ავტონომია იმისათვის, რომ განსაკუთრებული სავაჭრო სტატუსით ისარგებლოს. ჰონგ კონგის განსაკუთრებული სავაჭრო სტატუსი ნიშნავს, რომ მასზე აშშ-ის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებსა და ტარიფებს ზეგავლენა არ ექნება.

კანონპროექტი ასევე ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ შეერთებულმა შტატებმა ჰონგ კონგის მცხოვრებლებს აშშ-ის ვიზის მიღების შესაძლებლობა უნდა მისცეს, თუნდაც ისინი საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის იყვნენ დაკავებულები.

გარდა აღნიშნული კანონპროექტისა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ჰონგ-კონგში ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, წიწაკის სპრეისა და აქციების დაშლისათვის საჭირო სხვა საშუალებების ექსპორტს კრძალავს.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანონპროექტებს ხელი ჩინეთის პრეზიდენტის, ჩინეთისა და ჰონკ-კონგელი ხალხის პატივისცემის გათვალისწინებით მოაწერა და რომ მათ ხელი უნდა შეუწყონ „ჩინეთისა და ჰონკ-კონგის ლიდერებს, მეგობრულად გადაწყვიტონ მათ შორის არსებული განსხვავებები, რაც ყველასთვის გრძელვადიანი მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანი იქნება.“

სამშაბათს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩი უწყებაში დაიბარეს, რათა გააფრთხილონ, რომ აშშ პასუხს აგებს ყველა შედეგზე, რაც კანონპროექტის კანონად დამტკიცებას მოჰყვება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს