ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, ხვალ ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება

დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, ხვალ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს შეხვდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხება მათ შორის, ე.წ. გერმანულ მოდელს. როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს, დღის ბოლომდე დაზუსტდება შეხვედრის ადგილი და ფორმატი.

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან, მეც მქონდა კომუნიკაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ელჩებთან. მათ გამოხატეს ინიციატივა, რომ მიუხედავად დესტრუქციული ქმედებებისა, რომელსაც ისინიც ხედავენ ოპოზიციის მხრიდან, მაინც იქნებ დამსხდარიყავით დიალოგის გარკვეულ ფორმატში. ამასთან დაკავშირებით საბოლოო ჯამში, ჩვენ ანგარიში გავუწიეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ხვალ დღის პირველ ნახევარში დაიწყება შეხვედრა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრებიან ამ შეხვედრას და იქ გაიმართება დისკუსია. ე.წ. გერმანული მოდელი იქნება განხილვის ერთ-ერთი საგანი.

საკითხი არის ძალიან ნათელი. იმდენად ცხადია წინააღმდეგობა ე.წ. გერმანულ მოდელზე და საქართველოს კონსტიტუციას შორის, რომ ერთადერთი დამატებით ახსნა არის საჭირო და მეტი არაფერი. ამ ახსნის საშუალება გვქონდა ჩვენ გასული დღეების განმავლობაში, საზოგადოებას ვაწვდიდით ინფორმაციას და ბუნებრივია, ამაზეც გვექნება პოზიციების გაცვლა.სხვა ვნახოთ, რას შემოგვთავაზებენ ზოგადად ოპოზიციის წარმომადგნელები. დღეს დაზუსტდება საბოლოოდ ფორმატი, შეხვედრის ადგილი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს