14.07.2025 / 09:02
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ემანუელ მაკრონმა თავად უნდა მიმართოს ექიმს ტვინის სიკვდილთან დაკავშირებით

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გააკრიტიკა, მათ შორის, იმ განცხადების გამო, რომლის მიხედვითაც, „ნატოს ტვინი მოკვდა“

„მივმართავ საფრანგეთის პრეზიდენტს და იმავეს ვეტყვი ნატოს სამიტზეც. მაკრონმა თავად უნდა მიმართოს ექიმს ტვინის სიკვდილთან დაკავშირებით“, - განაცხადა ერდოღანმა.

ცნობილი გახდა, რომ თურქეთის ლიდერის ამ გამონათქვამების გამო საფრანგეთში თურქეთის ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ელისეის სასახლეში კი ერდოღანის აღნიშნულ განცხადებას შეურაცხყოფა უწოდეს.

ცნობისთვის, ნოემბრის დასაწყისში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპა ვეღარ დაეყრდნობა აშშ-ს, როგორც ნატოში მოკავშირეს. მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ტვინის სიკვდილს განიცდის.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა