„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის პირობებში ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგისკენ მოუწოდებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის პირობებში ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების გამო, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. განცხადების თანახმად, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, რომლითაც არ შესრულდა პირობა 2020 წლის არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის თაობაზე, ბოლო ორი კვირის მანძილზე ქუჩაში ათასობით მოქალაქის პროტესტი გამოიწვია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლებას და იპოვოს კონსტრუქციული გზები, პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩასართავად.

„საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეშფოთებას იწვევს. სამოქალაქო საზოგადოების და კრიტიკული აზრის დისკრედიტაციის მცდელობა, აზიანებს ჯანსაღი დემოკრატიის საფუძვლებს. ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს მუქარების გაგრძელება ჩვენი წარმომადგენლობის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” და სხვა სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავმჯდომარე დელია ფერეირა რუბიო.

განცხადების თანახმად, ზაფხულის განმავლობაში განხორციელებული ზეწოლის შედეგად, როცა მოქალაქეები ხელისუფლებისგან საარჩევნო სისტემის ცვლილებასა და გადაწყვეტილების მიმღები უმაღლესი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვდნენ, „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, საჯაროდ განაცხადა, რომ ხელისუფლება მხარს დაუჭერდა 2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო რეფორმის განხორციელებას. ეს გადაწყვეტილება ორი კვირის წინ შეიცვალა, რამაც მიმდინარე საპროტესტო აქციები გამოიწვია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ წარსულში უკვე განაცხადა საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ნიშნების არსებობის შესახებ. საარჩევნო რეფორმის შეჩერება ასუსტებს ქართული დემოკრატიის ხარისხს და საფრთხეს უქმნის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე