პარიზში „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ საინაუგურაციო შეხვედრა გაიმართება

2 დეკემბერს, საფრანგეთში, პარიზში, „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ საინაუგურაციო შეხვედრა გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საინაუგურაციო შეხვედრა პლენარული სხდომით გაიხსნება, რომელსაც თავმჯდომარეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მისი ფრანგი კოლეგა, ჟან-ივ ლე დრიანი გაუწევენ. ღონისძიების ფარგლებში, ქართველი და ფრანგი მინისტრები სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ.

როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგი“ მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებას პოლიტიკური, საპარლამენტო, თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ვაჭრობის, ასევე კულტურის და განათლების სფეროებში.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება სამუშაო ჯგუფების შეხვედრა პოლიტიკურ, თავდაცვის, შიდა უსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის საკითხებზე.

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჟან -ივ ლე დრიანთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. მინისტრი შეხვედრებს ასევე გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტისა და პრემიერის დიპლომატიურ მრჩევლებთან.

დიალოგის დაფუძნების შესახებ დეკლარაციას 2019 წლის 19 თებერვალს, ხელი საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა მოაწერეს. აღსანიშნავია, რომ ქართულ-ფრანგულ დიალოგს, „დიმიტრი ამილახვრის სახელი“ 1942 წელს, ელ-ალამეინში დაღუპული ფრანგული საგარეო ლეგიონის ქართველი ოფიცრის პატივსაცემად ეწოდა.

ფორმატის დაარსება ხაზს უსვამს საქართველოსა და საფრანგეთს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას, რაც განპირობებულია გააქტიურებული ორმხრივი თანამშრომლობის ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადაყვანის საჭიროებით და ატარებს როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ დატვირთვას.

დიალოგი წელიწადში ერთხელ, მონაცვლეობის პრინციპით, თბილისსა და პარიზში გაიმართება.​

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს