ბენიამინ ნეთანიაჰუ - ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ირანის მკვლელ რეჟიმს მხარს უჭერს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ რამდენიმე ევროპული ქვეყანა მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, ბელგია, დანია, ფინეთი, ჰოლანდია, ნორვეგია და შვედეთი ცდილობენ გვერდი აუარონ აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რითაც „აქეზებენ ირანის რეჟიმს განახორციელოს რეპრესიები თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ“.

„მაშინ, როდესაც ირანის რეჟიმი კლავს საკუთარ ხალხს, ევროპის ქვეყნები ამ მკვლელ რეჟიმს მხარს უჭერენ. მათ უნდა რცხვენოდეთ საკუთარი საქციელის. ისინი საშუალებას აძლევენ ფანატიკოს ტერორისტებს განავითარონ ატომური იარაღი და ბალისტიკური რაკეტები. ამით ისინი უბედრებას მოუტანენ არა მარტო თავიანთ ქვეყნებს, არამედ ყველა ჩვენგანს“,-განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელი მხარს უჭერს ტრამპის ადმინისტრაციის „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკას ირანის ისლამურ სახელმწიფოსთან მიმართებაში. აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები გასულ წელს გაუარესდა, როდესაც შეერთებული შტატები თეირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა და ირანს სანქციები ხელახლა დაუწესა.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ირანის მკვლელ რეჟიმს მხარს უჭერს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ რამდენიმე ევროპული ქვეყანა მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, ბელგია, დანია, ფინეთი, ჰოლანდია, ნორვეგია და შვედეთი ცდილობენ გვერდი აუარონ აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რითაც „აქეზებენ ირანის რეჟიმს განახორციელოს რეპრესიები თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ“.

„მაშინ, როდესაც ირანის რეჟიმი კლავს საკუთარ ხალხს, ევროპის ქვეყნები ამ მკვლელ რეჟიმს მხარს უჭერენ. მათ უნდა რცხვენოდეთ საკუთარი საქციელის. ისინი საშუალებას აძლევენ ფანატიკოს ტერორისტებს განავითარონ ატომური იარაღი და ბალისტიკური რაკეტები. ამით ისინი უბედრებას მოუტანენ არა მარტო თავიანთ ქვეყნებს, არამედ ყველა ჩვენგანს“,-განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელი მხარს უჭერს ტრამპის ადმინისტრაციის „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკას ირანის ისლამურ სახელმწიფოსთან მიმართებაში. აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები გასულ წელს გაუარესდა, როდესაც შეერთებული შტატები თეირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა და ირანს სანქციები ხელახლა დაუწესა.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი