დავით ჭიჭინაძე - როგორც ჩანს, ოპოზიციას უფრო კარგი წარმოდგენა აქვს „ქართულ ოცნებაზე“, ვიდრე „ოცნებას“ საკუთარ თავზე, რადგანაც ფიქრობდნენ, რომ „ოცნება“ არ დაარღვევდა დანაპირებს

როგორც ჩანს, ოპოზიციას უფრო კარგი წარმოდგენა აქვს „ქართულ ოცნებაზე“, ვიდრე „ოცნებას“ საკუთარ თავზე, რადგანაც ფიქრობდნენ, რომ „ოცნება“ არ დაარღვევდა დანაპირებს, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

დავით ჭიჭინაძის თქმით, „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ თავისი განაყოფებით, „აბსოლუტურად ერთნი არიან“.

„ერთნაირი მონდომებით იბრძვიან ამ ქვეყანაში ისეთი საარჩევნო მოდელის მიღებაზე, რომლის მეშვეობითაც გამარჯვება უნდათ. მაგრამ შემიძლია დავაწყნარო, ბუნებაში არ არსებობს ისეთი მოდელი, რომ ამ ქვეყანაში „ნაცებმა“ გაიმარჯვონ.

ამასთან, მათ იმდენად არადეკვატური შეხედულება აქვთ დღევანდელ რეალობაზე, რომ ვერ აფასებენ იმ მხარდაჭერას, რომელიც საზოგადოებაში გაგაჩნიათ და მაინც ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურთ. ამას კი, სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა ძალადობა საზოგადოებაზე. ეს მემკვიდრეობით სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დაუტოვა, იმიტომ რომ, მხოლოდ ასეთი კონკურენტი აწყობდათ.

რადგან ვერც „ოცნებაში“ უშვებენ ხელისუფლებიდან წასვლის ალბათობას და ჰგონიათ, რომ მხოლოდ „ნაცებთან“ დაპირისპირება შეუზღუდავს მოსხლეობას არჩევანის საშუალებას.

მაგრამ, როდესაც არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, ისინი მიდიან სხვადასხვა პროვოკაციებზე, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირებას იწვევს და ჩვენ ეს ერთხელ ნანახი გვაქვს“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა