ახალგორის საავადმყოფოში მყოფი თამარ გიგაური გამოთქვამს ეჭვს, რომ თბილისში მკურნალობის საშუალება არც ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ მიეცემა

ახალგორში დაშავებული 67 წლის თამარ გიგაური კვლავ ოკუპირებული დაბის საავადმყოფოში რჩება. დაშავებული პედაგოგის ახლობლების არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა გიგაურს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობის საშუალება არ მისცეს.

თამარ გიგაური, რომელმაც ტრავმა 3 ნოემბერს, რამდენიმე მეტრი სიღრმის ორმოში ჩავარდნისას მიიღო, ჯერ ახალგორის საავადმყოფოში იყო მოთავსებული, შემდეგ კი ცხინვალში გადაიყვანეს, თუმცა, ერთთვიანი მკურნალობის მიუხედავად, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და კლინიკიდან გაწერილი პაციენტი კვალავ ახალგორის საავადმყოფოს სტაციონარში მოათავსეს.

თამარ გიგაური ,,ინტერპრესნიუსთან“ სატელეფონო საუბრისას გამოთქვამს ეჭვს, რომ შეუზღუდავად გადაადგილების და შესაბამისი სამედიცინო სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა არც ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ მიეცემა.

,,ე.წ. პროპუსკები ორი თვის წინ ჩამოგვართვეს, ამის მიზეზად ,,პროპუსკების“ ვადის გასვლა დაასახელეს, ამ დოკუმენტის გარეშე კი, გამშვებ პუნქტზე არავინ გაგვატარებს. ფაქტია, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რთულია, ახლაც საავადმყოფოში ვწევარ. მომაწოდეს ინფორმაცია, რომ უნდა გახსნან ახალგორის გამოსასვლელში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი, მაგრამ არ ვიცი, ამ ,,პროპუსკის“ გარეშე როგორ შევძლებ სამკურნალოდ გამოსვლას“, - განაცხადა თამარ გიგაურმა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა