მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე უარი ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება ხდება

მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე უარი ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება ხდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონსა და მისგან გამომდინარე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებს.

კანონპროექტის მიხედვით, მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე უარი ან ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 300 ლარამდე ოდენობით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში - დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებით იქმნება არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი, რომელიც არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემის კოორდინაციას განახორციელებს.

არასრულწლოვანთა რეფერირების ეტაპები გულისხმობს: ა) რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის იდენტიფიცირებას და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ინფორმირებას; ბ) არასრულწლოვნის მდგომარეობისა და მისი ინდივიდუალური საჭიროებების შეფასებას; გ) არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში ჩართვას; დ) ოჯახის სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერი სერვისების განვითარებასა და უზრუნველყოფას; ე) შესაბამის სერვისებში/პროგრამებში არასრულწლოვნის მონაწილეობის მონიტორინგს და არასრულწლოვნის მდგომარეობის ზედამხედველობას; ვ) შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდგომ მონიტორინგს; ზ) უკიდურეს შემთხვევაში, არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნას. არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში შესაძლებელია 10-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის გაგზავნა არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფის შუამდგომლობაში განსაზღვრული ვადით, რომელიც არ აღემატება ერთი სასწავლო სემესტრის ხანგრძლივობას. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილება 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა