პროკურორის განმარტებით, დღეს დაკითხული მოწმეები 51-ე სკოლის ყოფილი მოსწავლეები არიან, რომლებმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის დეტალები იციან

დღეს დაკითხულმა მოწმეებმა დაასახელეს ყველა ის პირი, რომელიც უშუალოდ დანაშაულის ჩადენის ადგილას, ხორავას ქუჩაზე დაინახეს, მათ შორის ბრალდებული მ.კ., - ამის შესახებ ჟურნალისტებს მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ სასამართლო პროცესის შემდეგ განუცხადა.

როგორც ქვარცხავა განმარტავს, დღეს დაკითხული მოწმეები 51-ე სკოლის ყოფილი მოსწავლეები არიან, რომლებმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის დეტალები იციან.

„დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა 2 მოწმე. აღნიშნულმა მოწმეებმა დაადასტურეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების შინაარსთან და შესაბამისად ადასტურებს ბრალდებაში მითითებულ კომპონენტებს.

მოწმეები გახლდნენ ის პირები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე კონფლიქტის მომენტში იმყოფებოდნენ. შესაბამისად, მათ ისაუბრეს იმ ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ, რაც მათ უშუალოდ დაინახეს დანაშაულის ჩადენის ადგილას. კონფლიქტის დაწყებიდან მის დასრულებამდე, როგორც თავად მოწმეები განმარტავენ, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ხორავას ქუჩა #4-ის ეზოში. მათ ისაუბრეს იმ გარემოებებზე, როგორ დაიწყო კონფლიქტი, როგორ განვითარდა და საბოლოოდ რა შედეგამდე მივიდნენ.

ეს მოწმეები იმ დროისათვის 51-ე სკოლაში სწავლობდნენ და გარკვეული მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ კონფლიქტის სხვა მონაწილე ბავშვებთან.

მათ დაასახელეს ყველა ის პირი, რომელიც უშუალოდ დანაშაულის ჩადენის ადგილას დაინახეს, მათ შორის ბრალდებული მ.კ. მათ ასევე ისაუბრეს ბრალდებულის როლზე, ასევე გარდაცვლილი დავით სარალიძის როლზე კონფლიქტის მიმდინარეობისას, თუ როგორ განვითარდა კონფლიქტი, რას აკეთებდა ბრალდებული მ.კ., რას აკეთებდა დავით სარალიძე და იქ მყოფი სხვა პირები და მოწმეები", - განაცხადა ქვარცხავამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო